Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორაგულის წვნიანი ფეტვითა და ლიმონით

საჭირო მასალა: 250-300 გ ორაგული, 1 ცალი ორაგულის თავი, 3-4 ცალი კარტოფილი, 1 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 0,5 ჭიქა ფეტვი, 1 კონა კამა, 1 ცალი ლიმონი,  2 ცალი დაფნის ფოთოლი, მარილი, შავი პილპილის მარცვლები – გემოვნებით. 

მომზადება: თევზს დავასხათ იმდენი ცივი წყალი, რომ დაფაროს და ავადუღოთ. ნახარში გადავასხათ და თევზს ისევ დავასხათ წყალი. როცა ადუღდება, ქაფი მოვხადოთ. დავუმატოთ მთელი ხახვი, გახეხილი სტაფილო, დაფნის ფოთოლი, პილპილის მარცვლები, მარილი და 15-20 წუთი ვხარშოთ. კარტოფილი გავფცქვნათ და მსხვილად დავჭრათ. ფეტვი გავრეცხოთ და კარტოფილთან ერთად ჩავამატოთ წვნიანში. ვხარშოთ სრულ მომზადებამდე. მზა წვნიანიდან ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი. სუფრასთან მივიტანოთ ლიმონის ნაჭრებთან და წვრილად დაჭრილ კამასთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული