Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სომელიე არვიდ როსენგრენის 5 რჩევა - როგორ გავხდეთ უკეთესი დეგუსტატორი

ბრმა დეგუსტაციის მონაწილეები ღვინოს ისე სინჯავენ, რომ არ იციან კონკრეტულად რას სვამენ. როგორც წესი, ეს მხოლოდ ორგანიზატორებმა იციან. ეს მეთოდი ღვინისა და სომელიეების არაერთ კონკურსზე გამოიყენება.  

არვიდ როსენგრენი, ASI-ს კონკურსის 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო სომელიე გახდა. იგი დამწყებებს 5 რჩევას სთავაზობს, თუ როგორ გასინჯონ ღვინო ბრმა დეგუსტაციის დროს. მისი აზრით, ნებისმიერი სომელიესთვის უმჯობესია ღვინო წინასწარი განწყობებისგან თავისუფალმა დააგემოვნოს და მასზე ბოთლმა, ეტიკეტმა, ბრენდმა თუ ფასმა გავლენა არ იქონიოს. ამიტომაც შემდეგ რჩევებს აძლევს დამწყებებს:

როდესაც ღვინის უბრალო მოყვარულები ბრმა დეგუსტაციას აწყობენ, სომელიეს რჩევაა ამ დროს შედარებით ცნობილი ღვინოები შეირჩეს დასაგემოვნებლად, ეს არ გულისხმობს აუცილებლად ევროპოცენტრულ ხედვას. დეგუსტაციის პროცესი მაშინ უფრო საინტერესო იქნება, როდესაც ღვინო ბევრისთვისაა ნაცნობი.

დამწყებებისთვის განსაკუთრებით აუცილებელია გარკვეული დისციპლინის გამომუშავება და მეთოდისთვის მიყოლა. ამ შემთხვევაში დეტალები მარტივად შესამჩნევია და გამომუშავდება უნარები, რათა ღვინის სრულფასოვნად დაგემოვნება კიდევ უფრო გამარტივდეს.

როსენგრენის რჩევით, ღვინო ბრმა დეგუსტაციის დროს ჯერ უნდა დააგემოვნოთ, შემდეგ კი ეცადოთ ჯიშის გამოცნობას. ეს წინასწარი წარმოდგენების თავიდან არიდების საშუალებაა. როცა ჭიქაში რა ასხია ცნობილი არ არსის, შეფასებისასაც უფრო თავისუფალია.

ღვინის დაჭაშნიკებასთან ერთად, გარკვეული თეორიული ცოდნა ამ პროცესს უკეთესს გახდის. ეს დაგემოვნების დროს ბევრი დეტალის უკეთ შემჩნევასა და გემოს სრულად შეგრძნებაში დაგეხმარებათ, წერს სომელიე. მაგალითად, როდესაც ბრმა დეგუსტაციის დროს მოსავლის ამოცნობას ეცდებით, ეს თეორიული ცოდნის გარეშე თითქმის შეუძლებელია.

როსენგრენის ბოლო რჩევა კი საკუთარი თავის გავარჯიშებას ეხება. ცხადია, როგორც სხვა ყველაფერში, გამოცდილება აქაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სომელიე ამასთან დაკავშირებით თავის გამოცდილებას უზიარებს მკითხველს - შეჯიბრებების წინ ის ათობით ღვინოს აგემოვნებდა, ახლა კი გაცილებით ნაკლები შრომა უწევს.

პირველ რიგში კი მთავარია ისეთი ადამიანების მოძებნა, ვისთან ერთადაც ბრმა დეგუსტაციის პროცესი საინტერესო და სასიამოვნო იქნება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული