Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“საქართველოში ღვინო სულ სხვა საქმეა” - იტალიური ჟურნალი ქართულ ღვინის კულტურაზე

საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ თანდათან უფრო და უფრო მეტი ადამიანი იგებს, იწერება სხვადასხვა სტატია და სიახლე ქართული ღვინოების შესახებ. CulturaMente იტალიური ჟურნალია, რომელიც საქართველოს ღვინის კულტურის შესახებ თავის მკითხველს სტატიას სთავაზობს: “სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ვაზი შეგხვდებათ. გზებზე დაუსრულებლად შეამჩნევთ ნიშნებს, რომლებიც ღვინის საწარმოებისკენ მიგითითებთ, სოფლებსა თუ თბილისის ურბანულ სივრცეებშიც კი, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია”.

ავტორი წერს, რომ უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ქართული ღვინის მნიშვნელობის გასაგებად დიდი დრო სულაც არ სჭირდებათ: “აქ ყველა, თქვენი სასტუმროს მეპატრონეცა და მძღოლიც კი, აუცილებლად გაგასინჯებთ ღვინოს, დაგპატიჟებთ პატარა სუფრაზე, გაგაცნობთ კერძებსა და ხელნაკეთ ნივთებსაც დაგათვალიერებინებთ. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოხატავს საქართველოს კულტურას” - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს იმასაც, რომ აქ, საქართველოში, მთავარი თემა ყოველთვის მეღვინეობაა. ძველი, სამონასტრო მარნებისა ან არქეოლოგიური ძეგლების მონახულებას კი განსაკუთრებული ეფექტი აქვს. 

სტატიაში ვკითხულობთ ქართულ ვაზის ჯიშებზე, ქარვისფერ ღვინოებსა და მისი დაყენების უნიკალურ მეთოდებზე: “ქართულ პურსა და ღვინოსთან ერთად აუცილებლად უნდა მიირთვათ ქართული ქარვისფერი ღვინოები, რომლებშიც საკმაოდაა გამოხატული ტანინები და ინტენსიური არომატები. აქ იგრძნობთ გარგრისა და ატმის ტონებს, რომლებსაც თან ახლავს ტკბილი სანელებლების, ყვავილებისა და მინდვრის სურნელება, ზოგში კი  მწვანილის არომატსაც იგრძნობთ, კვამლის და სხვა ტონებს. ქარვისფერი ჭიქა ღვინით ერთი საათის განმავლობაშიც კი შეიძლება იდგეთ და სულ ახალ-ახალი არომატები აღმოაჩინოთ” - წერს ბრუნო ფულკო, იტალიის სომელიეთა ასოციაციის წევრი Culturamente-ს ვებ-გვერდზე, სადაც სტატიას სრულად გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული