Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წვნიანი ლიმონის სორგოთი



საჭირო მასალა: 40 გ ნედლი ჯანჯაფილი, 1 ცალი ცხარე წითელი წიწაკა, 3 ღერი ლიმონის სორგო (ლემონგრასი), 1 ს.კ. ზეთი, 600 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 1 კბილი ნიორი, 5 ცალი ქამა სოკო, 4 ღერი ქინძი, 1 ცალი ლაიმი ან ლიმონი, 2 ს.კ. ტაილანდური თევზის სოუსი, 200 გ კალმახის ფილე, მარილი – გემოვნებით

მომზადება: ჯანჯაფილი მსხვილად დავჭრათ. საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ ლიმონის სორგო. წიწაკა შუაზე გავჭრათ და თესლი ამოვაცალოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ლიმონის სორგო და 1 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. შემდეგ დავუმატოთ ნახევარი წიწაკა და ჯანჯაფილი, ბულიონი და 20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. დარჩენილი ჯანჯაფილი და წიწაკა, სოკო და ნიორი ძალიან თხლად დავჭრათ. ნახარში საცერზე გადავწუროთ. თევზის სოუსს შევურიოთ 2 ს.კ. ლაიმის ან ლიმონის წვენი და წამოვადუღოთ გადაწურულ ბულიონთან ერთად. დავუმატოთ მომზადებული ჯანჯაფილი, ნიორი, სოკო, წიწაკა, 1 სმ ზომის ნაჭრებად დაჭრილი თევზი, მარილი და  3-4 წუთის განმავლობაში, თავდახურული, დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ. ბოლოს მოვაყაროთ ქინძის ფოთლები.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული