Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“საქართველოში ღვინის სამყაროს უნიკალურობას აღმოაჩენთ” - Wine Times ქართულ ღვინოზე

Wine Times-ის სტატიაში ავტორი რჩეული ქართული ღვინოების შესახებ გვიყვება და მკითხველს აცნობს საქართველოს, როგორც ღვინის აკვანს, ხაზს უსვამს მეღვინეობის ტრადიციებს, რომლებიც ათასწლეულებს ითვლის. ავტორი ყურადღებას ამახვილებს პენი ედვარდსის გამოცდილებაზე, რომელმაც საქართველოში მოგზაურობის შემდეგ შეისწავლა ქვეყნის ძირძველი ვაზის ჯიშები და ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიცია.

სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი ორი გამორჩეული ქართული ღვინის მიმოხილვას ეძღვნება. პირველი ღვინო, Iveriuli Saperavi Dry Red 2021 - წარმოებულია Tbilvino-ს მიერ, რომელიც ქართულ ტრადიციულ მეღვინეობის მეთოდებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს: "ეს ღვინო დამზადებულია საფერავისგან, რომელიც ცნობილია თავისი ღრმა ფერითა და ძლიერი ტანინებით. ღვინოს აქვს შავი ალუბლისა და თუთის არომატები, ასევე ვანილის ნოტები, რომლებიც მუხის კასრებში დავარგების პროცესის შედეგად ყალიბდება. ამ ღვინოს აქვს შედარებით რბილი ტანინები და გრძელი დაბოლოება, რაც მას მრავალმხრივს ხდის და უხდება ხორციან კერძებს, მათ შორის ტრადიციულ ქართულ კერძებს, როგორიცაა ხინკალი და მწვადი.” - ვკითხულობთ ღვინის დახასიათებაში.

მეორე ღვინო, Tiko Estate Orange Kisi 2021- დამზადებულია ქისის ჯიშისგან, რომელიც საქართველოში შედარებით იშვიათად იწარმოება: “ეს ქარვისფერი ღვინო წარმოებულია ტრადიციული ქვევრის მეთოდით, რომლის მეშვეობითაც ღვინო ექვსი თვის განმავლობაში ვარგდება ყურძნის დურდოსთან ერთად. ღვინოს აქვს კონცენტრირებული, კომპლექსური და არომატული ხასიათი, რომელიც მოიცავს გარგრის ჩირის არომატებს, ხოლო გემოებში ჩანს ხმელი ატამი, ფორთოხლის ცედრა და მარციპანი. მძლავრი ტანინები და მდიდარი ტექსტურა მას გამორჩეულს ხდის და შესანიშნავია მწვანილებითა და სუნელებით გაჯერებულ კერძებთან.

სტატიის დასასრულს ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული ღვინოები, მიუხედავად მათი ტრადიციული და თანამედროვე წარმოების მეთოდებისა, საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს.  მოუწოდებს მკითხველს, უფრო ღრმად შეისწავლონ საქართველოს მეღვინეობის კულტურა და აღმოაჩინონ ამ ისტორიული ქვეყნის, ღვინის სამყაროს დაფარული მარგალიტები.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.