Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო ინდოელი ღვინის მოყვარულის გადმოსახედიდან - India today

ქართული ღვინის დაჭაშნიკება იტალიური ჯელატოს ან იაპონიაში სუშის გასინჯვას ჰგავს. ეს ქვეყანაა, რომელსაც მეღვინეობის უმდიდრესი ტრადიცია აქვს. ტრადიციული ტექნიკა და კულტურული ღირებულებები კი თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს კი თქვენი თვალით აუცილებლად უნდა ნახოთ” - ვკითხულობთ India today-ზე. 

სტატიაში ავტორი მკითხველს საქართველოში სტუმრობას, კახეთის დათვალიერებას, მარნებისა და მეღვინეობების მონახულებას და რა თქმა უნდა ღვინის დაჭაშნიკებას ურჩევს: “კახეთი, საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონი, ქვეყნის ღვინის დაახლოებით 70 პროცენტს აწარმოებს . მის ზღაპრულ ქალაქებში დროის გატარებისას ისეთი ჯიშების სახელებსაც ისწავლით, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი და მწვანე. იქ მეღვინეებთან ერთად პატარა, ოჯახის მცირე მარნებში ადგილობრივ ღვინოს და გემრიელ კერძებს გასინჯავთ, თუმცა მთავარი წესი არ დაგავიწყდეთ, ჭიქის აწევისას ყოველ ჯერზე უნდა თქვათ: გაუმარჯოს!” - ვკითხულობთ India today-ზე. 

პირველ რიგში წინანდლის შესახებ შესახებ წერს: “ქართული ღვინის წარსულის უკეთ აღმოსაჩენად ჭავჭავაძის გაშლილ მამულს ეწვიეთ, სადაც სასახლის მუზეუმი, კახეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია” და მკითხველს ვინტაჟური ავეჯის, მუსიკალური ინსტრუმენტების, ფერწერული ტილოების, ფოტოგრაფიის, ლითოგრაფიისა და ჭავჭავაძეების დინასტიის დროინდელი აქსესუარების დათვალიერებას ურჩევს, მთავარი კი, აღნიშნავს, რომ ღვინის სარდაფია.

მეღვინეობებიდან კი “შუმს” გამოარჩევს და მათ ქვევრის ღვინოებზეც საუბრობს. სტატიის ბოლოს კი თელავის ისტორიულ მუზეუმზე და ქვევრის წარმოებაზე წერს: "ქვევრის წარმოების უძველესი ქართული ხელოვნების შესახებ უფრო მეტი რომ გაიგოთ, კბილაშვილების საოჯახო სახელოსნო არ უნდა გამოგრჩეთ. დააკვირდით, მამა-შვილს, რემის და ზაზას, როგორ ქმნიან თიხით ღვინის დასაყენებელ ჭურჭელს. დღე კი ადგილობრივი ღვინოებით დაასრულეთ დახვეწილ ქართულ ყველის დაფასთან ერთად მყუდრო და ელეგანტურ ოდლისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე.” - წერს ავტორი. სტატიას India Today-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული