Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო: ახალი ტენდენციები უძველეს ტრადიციებთან ერთად - Rewriting the wine news

Rewriting Wine News ბრიტანული ონლაინ ჟურნალია, რომელიც ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, გამოცდილებებსა და სხვადასხვა მოსაზრებას უზიარებს მკითხველს, ამჯერად კი საიტზე საქართველოს შესახებ ვკითხულობთ: “თუ თქვენ არ გქონიათ საქართველოში სტუმრობის სიამოვნება, ძნელია იმის სიტყვებით გადმოცემა, თუ რამხელა კულტურის მატარებელია ეს ქვეყანა. ვაზი და ვენახი ყველაგანაა, საქართველოს ნებისმიერი კუთხის ნებისმიერ სოფელში, სადაც აუცილებლად ნახავთ ღვინის ბარებს, მაღაზიებს და ქვევრის ღვინოს” - წერს ავტორი, ელი სკოტი. 

სტატიაში აღნიშნავენ, როგორ აყენებენ ქართველები ქვევრის ღვინოს, რითი გამოირჩევა ქართული მარნები, რა ახალი ტენდენციები შეიმჩნევა და ა.შ. შემდეგ კი სხვადასხვა ღვინის საწარმოს ასახელებს და მათზე საუბრობს: “ისინი ქვევრს იყენებენ ღვინის დასადუღებლად და დასაძველებლად, აქვთ ქარვისფერი ღვინოები, რაც თუ დასავლეთ ევროპაში შეიძლება ტენდენციად იყოს მხოლოდ, საქართველოში იუნესკოს მიერ აღიარებული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ასეთ გარემოში კი, ალბათ, გასაკვირიც არ არის, რომ სულ ახალ-ახალი ექსპერიმენტები მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი ცქრიალა ღვინის შემთხვევაში” - წერს ავტორი.

ახსენებს იმასაც, რომ თელავში, “შუმის” ღვინის საწარმოში ქვევრის შამპანურს ამზადებენ ორი თეთრი ვაზის ჯიშისგან, ჩინურისგან და მწვანესგან, რომლებსაც ცოტა ადრე კრეფენ, რათა მჟავიანობა შეინარჩუნოს, იყენებენ კლასიკურ, ტრადიციულ შამპანურის მეთოდს. შემდეგ ავტორი Mtsvane Estate-ზე საუბრობს: “Pet Nat ცქრიალა ღვინის დამზადების უძველესი მეთოდია, თუმცა საქართველოში ახლა და ახლა ხდება პოპულარული.  Mtsvane Estate-ის პეტნატი რქაწითელისა და მწვანეს ნაზავისგან მზადდება, ღვინოში კი საბოლოოდ ყვავილოვან არომატებს იგრძნობთ ციტრუსისა და მსხლის ნოტებთან ერთად.

საუბრობს ბასტიენ ვარსკოტეს წარმოებასა და “ორ მარანზეც”. “ორი მარანი” ორი ქვეყნისა და მათი ტრადიციების აღმნიშვნელია. წარმოშობით ბასტიენი შამპანიდან არის და მისი ღვინის წარმოებაც ორიენტირებულია ცქრიალა ღვინოების ტრადიციული მეთოდით წარმოებაზე, რისთვისაც ადგილობრივ ქართულ ჯიშებს იყენებს, დუღილისა და დაძველებისთვის კი მუხის კასრს ან ქვევრს. 

შემდეგ ელი სკოტი ბრიტანეთში ქართული ღვინის იმპორტიორებზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ გაერთიანებულ სამეფოში მათი რაოდენობა იზრდება. ასახელებს Taste of Georgia-ს განსაკუთრებულ ღვინოებს, ასევე Gvino-ს ღვინოებსა და 266 wine-ზე. სტატიას ვრცლად Rewriting the wine news-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული