Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“როცა ღვინოს სხვა აჭაშნიკებს, ერთი სულით ელი - რას იტყვის” - ინტერვიუ ქეთი ნადირაშვილთან

"ლიქოკელის" მარანს ჩვენს ფესტივალზე 19 ოქტომბერს გაიცნობთ. იქამდე კი ქეთი ნადირაშვილი გულწრფელ დამოკიდებულებას გვიზიარებს ღვინის დაყენების პროცესთან და მეღვინეობასთან დაკავშირებით. გვიამბობს, რა არის ყველაზე სასიამოვნო ამ პროცესში და რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ამ ფესტივალს. 

-რას ნიშნავს თქვენთვისმცირე მარნების ფესტივალშიმონაწილეობის მიღება და როგორ ხედავთ ამ ფესტივალს მცირე მარნების აღიარების კუთხით?

 -  “მცირე მარნების ფესტივალში” მონაწილეობის მიღება ძალიან დიდი გამოცდილებაა, რომელიც დაკავშირებულია ყველაფერ ახალთან და საინტერესოსთან . ეს ფესტივალი ყველაზე კარგი საშუალებაა იმისა, რომ საზოგადოებამ,ასევე უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა, გაიცნონ ისეთი მცირე მარნები,რომლებიც არ არიან დიდ ასპარეზზე.

- გაგვიზიარეთ თქვენი მეღვინეობის ფილოსოფია, რა ხდის თქვენს ღვინოებს გამორჩეულს სხვა მარნებისგან?

- ჩვენს ღვინოს გამორჩეულს ხდის გემო და არომატი,რომელსაც როგორც გვეუბნებიან განსხვავებული გემო აქვს. ასევე გამორჩეულია,რადგან ჩვენი ხელით კეთდება ვენახში ყველანაირი სამუშაო.

- როგორ ახერხებთ ტრადიციების და ინოვაციების ბალანსს ღვინის წარმოებაში, რაიმე ახალ, განსხვავებულ ტექნიკას ან მეთოდს ხომ არ იყენებთ?

- ღვინო იწურება ქართული ძველი  ტრადიციით  ქვევრში,რაც ჩემი პირადი აზრით ღვინოს უფრო მიმზიდველს ხდის.

- რა არის ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი ასპექტი მცირე მარნის მართვაში და როგორ უწყობს ხელს ამ გამოცდილებას მსგავსი ფესტივალები?

-როგორც ავღნიშნე მცირე მარნებისთვის დიდი გამოცდილება და ერთგვარი გამოწვევაა რაღაც დიდისკენ .ყველაზე კარგი გრაძნობაა ის,რომ საკუთარი ხელით აკეთებ ამ ყველაფერს. უვლი ვენახს,კრეფ ყურძენს და წურავ საკუთარი ძალებით,ესაა ყველაზე ამაღელვებელი და სამახსოვრო მომენტი.

- რომელი ღვინოების წარმოჩენაა ყველაზე საინტერესო თქვენთვის ამ ფესტივალზე და რა ისტორიას გვიამბობს ის თქვენი მეღვინეობის შესახებ?

- ჩვენი მეღვინეობა წლებს ითვლის,მაგრამ ბრენდირებით 2022 წლიდან მოვევლინეთ საზოგადოებას.  ბიო მეღვინეობის კანდიდატები ვართ და აყვანილები ვართ კონტროლზე. ისტორიას რაც შეეხება - ჩვენს ეტიკეტზე ნახავთ ხევსურ კაცს,რომელიც ჩემს ფესვებს წარმოადგენს. კონკრეტულად კი გვინდოდა წინა პლანზე წარმოგვეჩინა ლიქოკელი მგელიკა და ლიქოკელი სამურაების მმუსვრელი. ჩემი გვარის სიმდიდრეც ესაა.

როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვთ მცირე მარნებს ქართული მეღვინეობის მომავლის ფორმირებაში და როგორ ხედავთ ამ პროცესს გლობალურ დონეზე?

- ეს ძალიან კარგი პროექტია,რომელიც მცირე მარნებს  ფართო ასპარეზზე გასვლაში ეხმარება,აცნობს ღვინოს საზოგადოებას და წარმოაჩენს ჩვენს კულტურას სხვა ეროვნების ხალხთან.ასევე ბიზნესის გაფართოვებაში და საკუთარი თავის წარმოჩენაში.

 -რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერსო და სასიამოვნო გამოცდილება ვენახთან მუშაობის ან ღვინის დაწურვის დროს? 

-ყველაზე სასიამოვნო პროცესია,როდესაც საკუთარი ხელით ამუშავებ ვენახს,უვლი მას. დაწურვა კიდევ სხვა სიამოვნებაა,როცა “ნალოლიავები”  ვენახის მოსავალს ამუშავებ. 

ბოლო დროს რა ტენდენციები შეამჩნიეთ მომხმარებელთა მოთხოვნის კუთხით, რა არის თქვენთვის, როგორც მეღვინისთვის, ყველაზე საინტერესო ასპექტი განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ღვინოს მომხმარებელს და ღვინის მოყვარულს აცნობთ ფესტივალზე? 

- პირველ რიგში,როცა ღვინოს სხვა აგემოვნებს ერთი სულით ელი რას იტყვის,უყურებ მის რეაქციას თუ რას იტყვის ღვინის შესახებ. ძირითადი მოთხოვნა ალბათ ისაა,რომ ღვინო იყოს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი შხამ-ქიმიკატების გარეშე. რათქმაუნდა მეც მივესალმები ყველანაირ ნატურალურ პროდუქტს.

რა დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენ, როგორც მცირე მეწარმესა და მეღვინეს ღვინის ბაზარზე?

- ჯერ-ჯერობით დამწყებები ვართ ღვინის ბაზარზე. ეს ფესტივალი არის ჩვენი პირველი ნაბიჯები ღვინის ინდუსტრიაში,რაც ცოტა ამაღელვებელია ჩვენთვის. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის და სათანადოდ წარმოჩინდება “ლიქოკელის მარანი”-ს ღვინო.

რა რჩევას მისცემდით ღვინის ფესტივალის სტუმრებს, რომლებიც თქვენს დახლებთან ღვინის გასასინჯად მოვლენ?

- ძნელი სათქმელია ამ ეტაპისთვის,მაგრამ ზოგადად ყველას ვურჩევ,რომ ბიო პროდუქტებით დამზადებული პროდუქცია გამოიყენონ. მადლობა და წარმატებები.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.