Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რატომ უნდა იყიდონ ამერიკელებმა ქართული ღვინო?

მსოფლიოში ცნობილი ღვინის საინფორმაციო პლატფორმის Pix Wine-ს აღმასრულებელმა რედაქტორმა ფელისიტი კარტერმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც მიმდინარე მოვლენების ფონზე, მკითხველს ქართული ღვინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„რაც უფრო მეტ ქართულ ღვინოს დალევენ ამერიკელები, პუტინი მით უფრო უბედური იქნება“, - ასე იწყებს კარტერი თავის სტატიას. ის რომ ქვეყანას ღვინის 8000 წლიანი ტრადიცია აქვს, პუტინმაც იცის. მას ესმის ღვინის ღირებულება და ტერუარის მნიშვნელობა, განსაკუთრებით სხვისი ქვეყნების, აღნიშნავს ავტორი.

კარტერი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მართალია ღვინის მოყვარულებისთვის საქართველო ცნობილია თავისი ქვევრის ქარვისფერი ღვინით, თუმცა ქვეყანაში სხვა ღვინოებსაც ვხვდებით. შემდეგ კი აღწერს იმ გზას, რაც თანამედროვე ქართულმა მეღვინეობამ გაიარა. ავტორი გვიყვება თავის მოგზაურობებსა და გამოცდილებაზე საქართველოში  - როგორ გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი 2012 წელთან შედარებით. ხაზს უსვამს იმ პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებმაც ღვინოზე გავლენა იქონია. საბჭოთა ქმედებებს იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ღვინოებს აწარმოებდნენ, მოლდოვა, უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, საქართველო, ვანდალიზმს უწოდებს. შემდეგ კი პოსტ საბჭოთა გარდამავალი პერიოდის ეკონომიკურ კოლაფსს განიხილავს. იხსენებს ვარდების რევოლუციას, 2006 წლის ემბარგოსა და 2008 წლის ომსაც.

ღვინო რომ ხშირად პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს, ამაზე ავტორი უკრაინის მეღვინეობის ისტორიას მოიხმობს. მთავარი მიზეზი თუ რატომ უნდა დაეხმაროს ამერიკელი მომხმარებელი ქართულ მეღვინეობას შემდეგია: „პუტინმა განსაკუთრებით კარგად იცის ღვინის ღირებულების შესახებ. ის მას სიმბოლოდ, დიპლომატიურ ხელსაწყოდ და ომის იარაღად იყენებს.“

დახმარების გზად კი ამერიკელ მკითხველს ქართული ღვინის შეძენას სთავაზობს. ის არამხოლოდ გემრიელი და ხარისხიანია, არამედ თითოეული ბოთლი გავლენას იქონიებს ეკონომიკურად, პოლიტიკურად და ეგზისტენციალურად, - წერს კარტერი და თითოეულის მნიშვნელობას განმარტავს. რაც უფრო მეტ ქართულ ღვინოს შეიძენთ, მით მეტი იმპორტიორი დაინტერესდება საქართველოთი. ფინანსური დახმარება ხარისხსაც გააუმჯობესებს - ესაა ეკონომიკური გავლენა. ყოველი შესყიდვა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას ამცირებს, რაც პუტინისთვის გაცემული პოლიტიკური პასუხია. ეგზისტენციალური კი ისაა, რომ პუტინს სწორედ ყველაზე მტკივნეულ ადგილას დავარტყამთ ამით.

კარტერს  მხოლოდ ღვინის ყიდვა საკმარისად არ მიაჩნია, ის მკითხველს სთავაზობს ქართული ღვინის ბოთლს გადაუღონ ფოტო, მონიშნონ საქართველოსა და რუსეთის საელჩოები და სიმბოლურად დაუმატონ - #Gaumarjos და #Slavaukraini, ბოლოს კი თავისი რჩეული ქართული ღვინოების ჩამონათვალსაც გვთავაზობს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული