Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რჩეული ქართული ღვინოები და ვაზის ჯიშები წლის დასაწყისისთვის - broadway world

ახალი წელი მოვიდა თავისი ახალი ისტორიებითა და საინტერესო სიახლეებით. ცნობილ ამერიკულ ჟურნალში კი წლის პირველივე სტატია ქართულ ღვინოებზე დაიბეჭდა. მარინა კენედი რჩეულ ღვინოებს უზიარებს მკითხველს და მასთან ერთად ქართული ღვინის კულტურაზეც წერს. 

პირველ აბზაცში ქართულ უწყვეტ მეღვინეობას ახსენებს, ქვეყნის 8000-წლიან ისტორიას. ახსენებს CBS news-ში გაშუქებულ “უძველესი ვაზის” საინტერესო ვიდეოჩანაწერსაც, სადაც ძალიან დეტალურად არის აღწერილი ქართული ღვინის კულტურა. 

მარინა კენედი წითელყურძნიან ქართულ ჯიშებს განიხილავს. პირველ რიგში საფერავზე წერს, რეგიონში წამყვან ჯიშზე, რომელსაც სხვადასხვა სტილისა და კატეგორიის ღვინის დასაყენებლად იყენებენ. 

შემდეგ ალექსანდროულზე წერს, დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად კი რაჭის რეგიონში გავრცელებულ ჯიშზე: “ვაზი საჭიროებს უფრო ხანგრძლივ ვეგეტაციას, რადგან ის საშუალოზე გვიან მწიფდება. ალექსანდროულისგან წარმოებული ღვინოები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მათ შორის მშრალი ან ნახევრადტკბილი. როგორც წესი, ღვინოს ახასიათებს დაბალი ტანინები და საოცარი სირბილე, ასევე ჟოლოსა და შავი ალუბლის არომატები.” - წერს ავტორი. 

შავკაპიტო  აღმოსავლეთ საქართველოს ქართლის რეგიონის ძირძველი ყურძენია. დაბალ სიმაღლეებზე და უფრო ბარის ვენახებში გაშენებისას ყურძენი უფრო სხეულებრივ და ინტენსიურ ღვინოს იძლევა. მეორე მხრივ, მთიან ფერდობებზე გაშენებისას აწარმოებს მაღალი მჟავიანობის ღვინოებს, კაშკაშა ხილის ტონებითა და დელიკატური არომატებით. ყურძენს აქვს უფრო მოკლე ვეგეტაციის სეზონი და, როგორც წესი, დეგუსტაციაზე მასში ალუბლისა და მწვანილის სურნელს იგრძნობთ.

გამოარჩევს ღვინო “ქინძმარაულსაც” ნახევრადტკბილ წითელ ღვინოს, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულ ამზადებენ ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში: “ღვინის საერთო არომატებია შავი ხილი, მათ შორის მწიფე მუქი ალუბალი, მაყვალი და ქლიავი. როგორ წესი, ახასიათებს ხავერდოვანი სტრუქტურა და ტანინების მაღალი დონე.”

ავტორისთვის ქართული ღვინოები მართლაც რომ განსაკუთრებულია, განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი მასზე შემდეგმა ღვინოებმა დატოვა

სილკ როადი”, ქინძმარაული, 2021;

“შატო მუხრანი”, შავკაპიტო, 2020.

“ბიმბილი”, ალექსანდროული, 2019. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული