ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით 2023 წლის დეკემბერში საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება. კონკურსის მიზანია მსოფლიოს საუკეთესო ქვევრის ღვინოების გამოვლენა (როგორც ქართული ასევე უცხოური), ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.
კონკურსში მონაწილე კომპანიებისთვის ნიმუშების წარდგენის პირობები:
ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის დაცვით;
ღვინო უნდა იყოს ბოთლში ჩამოსხმული;
წარდგენილი ღვინის წლიური მინიმალური წარმოება 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;
ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება
ღვინის, ჩამოსხმის წლისა და ვაზის ჯიშის
რეგიონი/ქვეყანა
მოცულობა
წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 2 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)
ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი. ნიმუშების მოტანამდე საჭიროა ელექტრონული ანკეტის შევსება და მისი გამოგზავნა ელ-ფოსტით, მისამართზე - qvevri@gwa.ge.
ნიმუშები უნდა გააგზავნოთ 2023 წლის 16 - 27 ოქტომბრამდე, ასოციაცია „ ქართული ღვინო“-ს მისამართზე: ზანდუკელის ქ. 12, 0108, თბილისი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:00 -დან 17:00 საათამდე.
ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:
ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 70 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
მიმღების სახელი: ააიპ „ ქართული ღვინო“
მიმღები ბანკი: “ ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006
დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეობის საფასური.
საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2023 წლის 27 ოქტომბერი. ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გადაიგზავნება.
ნიმუშების მიღება და დასაწყობება:
ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.
ჟიური:
საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება.
ჯილდოები:
ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ ღვინის მფლობელს.
2022 წელს კონკურსზე 3 პლატინა, 32 ოქრო და 107 როსოს ჯილდოს მფლობელი ღვინო გამოვლინდა, მთლიანობაში წინა წელს ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე 400-ზე მეტი ღვინის ნიმუში წარადგინეს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი