Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქარვისფერი ღვინო ლონდონში უფრო და უფრო აქტუალური ხდება - Telegraph UK

telegraph ქარვისფერ ღვინოსა და თანამედროვე ღვინის ტენდენციებზე წერს: “ისევე, როგორც ხელნაკეთი მწნილი ან კიმჩი იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტუალური, სწორედ ასეთ “ტედენციად” იქცა ქარვისფერი ღვინო სამხრეთ ლონდონში, რომელიც თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს ღვინო თეთრსა და წითელს შორისაა.
თეთრი ყურძნის დურდოსთან ერთად დიღილი მას ფერს იცვლის და ღვინოს შედსანიშნავ ქარვისფერ შეფერილობასთან ერთად ძალიან საინტერესო არიმატებსაც სძენს”
- ვკითხულობთ საიტზე

შემდეგ ავტორი ქარვისფერ ღვინოსთან მისართმევ კერძებზე საუბრობს. აღნიშავს, რომ ძალიან უხდება ღორის ხორცს კომბოსტოსთან, ბოსტნეულთან და წიწაკასთან ერთად: “წელიწადის ნებისმიერ დროს ღვინის ეს კატეგორია იდეალურია ისეთ კერძებთან, რომლებიც შეზავებულია სხვადასხვა მწვანილითა და სანელებლებით, ზოგიერთ მადგანს ძალან უხდება ტკბილი, ბროწეულის სოუსი.”

წერს ქართული ქვევრის ტექნოლოგიაზეც, თუ როგორ ხდება ღვინის ფერმენტაცია, როგორ სტრუქტრას იძენს ღვინო წიპწებთან კონტაქტის შემდეგ: “ქარვისფერი ღვინოები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ჭაჭასთან კონტაქტი თვეების განმავლობაში აქვთ, განსაკუთრებით გამოირჩევა სასიამოვნო აროსტებით, მაღალი ტანინებითა და სხეულიანობით. შეიძლება ღვინის ეს ლატეგორია ყველას გემოვნებას ვერ მოერგოს, თუმცა ფაქტია, მეღვინეებმა მსოფლიოს სხვადასხვა ღვინის რეგიონიდან დაიწყეს ქარვისფერი ღვინის წარმოება”. თუმცა, როგორც ვიქტორია მური აღნიშნავს, ზოგიერთი მათგანი არც ისე დიდი მოყვარულია ქარვისფერი ღვინისა: “მე მისი განსაკუთრებული და დიდი გულშემატკივარი არ ვარ, ცოტა უხეში და დაუხვეწავი მეჩვენება, თუმცა მას შემდეგ, რაც ცოტაოდენი ძალიან არომატული მუსკატის მოსავალი ავიღეთ, ვიფიქრეთ, რომ დავწურავდით ქარვისფერ ღვინოს, ოღონდ ძალიან ნაზად და ფაქიზად” - აღნიშნავს დეივიდ ბროქლეჰურსტი, კორნვალში Knightor-ის მეღვინეობის მთავარი ხელმძღვანელი. ავტორი კი დასძენს, რომ მისი ღვინოების საბოლოო ჯამში ძალიან არომატული გამოვიდა.

ამასთანავე, საქართველოს გარდა უკვე კომერციულად აწარმოებენ ღვინის ამ სტილს სიცილაში, ჩილეში, საფრანგეთა და რუმინეთში. ბოლოს კი მური მის რჩეულ 2 ქარვისფერ ღვინოსთან ერთად “თბილღვინოს” 2021 წლის ქვევრის  ღვინოს ასახელებს: “ღვინო გამოირჩევა ციტრუსის, განსაკუთრებით კი გრეიპფრუტის, სხვადასხვა სანელებლისა და მსხლის სასიამოვნო არომატებით” - ვკითხულობთ Telegraph UK-ის ოქტომბრის სტატიაში.

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული