"Wine Passport - ღვინის პასტორტის" პროექტის დაწყების შესახებ "ღვინის კლუბის" წარმომადგენლებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ისაუბრეს. ღვინის პასპორტი ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას და პოპულარიზაციას საქართველოს მასშტაბით.
მობილური აპლიკაცია “ღვინის პასპორტი“ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ახალი ღვინის მარნებისა თუ სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობების აღმოჩენაში, ასევე დაეხმარება მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მარნებში დაგეგმილ ღვინის დეგუსტაციაში, დაესწრონ ტრენინგებს ღვინისა და გასტრონომიის შესახებ და ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გასტრონომიული თავგადასავლები.
აპლიკაცია გაზრდის ვიზიტორთა საქართველოში დარჩენის ხანგრძლივობას, წაახალისებს ახალ და განმეროებით ვიზიტებს, პროგრამაში მონაწილე მცირე და საშუალო მარნებს დაეხმარება შემოსავლების ზრდაში - რაც დადებითად აისახება საქართველოს მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
ღვინის პასპორტის მეშვეობით მოგზაურობისას ყურძნის ჯიშებს, მეღვინეობის ტექნოლოგიებსა და ღვინის მახასიათებლების შესახებ უფრო მეტს გაიგებთ.რაც უფრო მეტ ღვინის მარანს მოინახულებთ და მეტ დეგუსტაციას დაესწრებით, ეს თქვენს გამოცდილებასა და ცოდნასაც გააფართოვებს ამ სფეროში. პასპორტის მეშვეობით ღვინის რეგიონების ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურასაც უფრო უკეთ გაიცნობთ. თითოეული მარანი, იქ კი ყოველი ღვინის ბოთლი იქაური მიწისა და ხალხის შესახებ ისტორიას გვიყვება.
რა პრივილეგიებით ისარგებლებს ღვინის პასპორტის მფლობელი:
1. თქვენ გექნებათ წვდომა საქართველოში არსებულ ყველაზე სრულ გზამკვლევთან მარნების შესახებ
2. შეძლებთ ონლაინ რეჟიმში მიიღოთ ინფორმაცია ყველა სიახლეზე
3. შეძლებთ ადვილად მოიძიოთ კონტაქტები მარნებსა და სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებზე
4. მიიღებთ ფასდაკლებას
5. შეძლებთ აირჩიით თქვენთვის სასურველი პაკეტი და დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა მარტივად
6. შეძლებთ მონაწილეობა მიიღოთ ღვინისთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებებში და მათ შესახებ დროულად მიიღოთ ინფორმაცია
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი