Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქარვისფერი ღვინის სმის წესი - Wine Enthusiast

ქარვისფერ ღვინოს, რომელიც თეთრისა და წითელისგან განსვავდება, უკვე მსოფლიოში თითქმის ყველა ღვინის მოყვარული იცნობს, თუმცა მისი სწორად სმის წესი არც თუ ისე ბევრისთვისაა ცნობილი. Wine Enthusiast-ის ვებ გვერდზე სწორედ ქარვისფერ ღვინოზე, მის ისტორიასა და სწორად დაგემოვნების შესახებ წაიკითხავთ: “როცა ქარვისფერ ღვინოსთან პირველად მქონდა შეხება, ბოთლი მაცივარში შევდე და თეთრი ღვინის მსგავსად გაციებული გამოვიღე. გასინჯვისას თითოეულ ყლუპში ვგძნობდი წებოვან და უსიამოვნო ტანინებს, სიმწარესა და უსიცოცხლო გემოს. მას შემდეგ ჩემს შეცდომებზე ვისწავლე და მისი გასინჯვის საუკეთესო გზებიც გამოვნახე.” - წერს ავტორი. 

თუ ადრე ბევრმა არავინ იცოდა მის შესახებ, ახლა უკვე ქარვისფერი ღვინო ნიუ-იორკსა და დასავლეთის სანაპიროს ქალაქებში, ისევე, როგორც მცირე ბაზრებზე, საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, ხშირად, როგორც წესი, საკმაოზე მეტად ცივი ღვინო მიაქვთ ხოლმე მაგიდასთან. 

ვინაიდან ქარვისფერი ღვინო თეთრი ყურძნისგან იწურება, როგორც წესი სასურველია უფრი გრილი მიირთვათ, ვიდრე წითელი: “ქარვისფერი ღვინო, ვფიქრობ, უფრო მეტად ღია ფერის წითელი ღვინის კატეგორიაშია, ვიდრე თეთრი ღვინისაში.” - ამბობს ბრაიან დეი, დეგუსტატორი და Day Wines-ის მფლობელი, რომელიც სამ ქარვისფერ ღვინოს წურავს: Tears of Vulcan, Vin de Days l’Orange და Zibibbo. დეი მიიჩნევს, რომ კასრში დაძველებული თეთრი, უმეტესად წითელი და ბევრი ქარვისფერი ღვინო საუკეთესოა გრილი სარდაფის ტემპერატურის დიაპაზონში (55-დან 58°F-მდე). 

თუმცა თუ ღვინოს არც ისე მაღალი ტანინის დონე აქვს, მისი თქმით, უმჯობესია, თუ მეტად გავაგრილებთ. იგივენაირი პრინციპია ტანინების მაღალი დონის შემთხვევაშიც, მაგალითად, მისი Tears of Vulcan 40% პინო გრისგან იწურება და უკეთესია, თუ მას თბილ ტემპერატურაზე მიირთმევთ: “პინო გრით საკმაოდ ტანინიანი ქარვისფერი ღვინო მიიღება, შესაბამისად, მისი გაციება არასასურველია, რადგან გემოში დიდწილად მხოლოდ მკვეთრ ტანინებსა და სიმწკლარტეს იგრძნობთ.” - საუბრობს დეგუსტატორი.

სტატიაში ქვევრის ღვინოზეც წაიკითხავთ: “ქვევრის ქარვისფერ ღვინოს წითელი ღვინის მსგავსად უნდა მოექცეთ. არომატების კომპლექსურობა და მათი მრავალფეროვნება უფრო უკეთესად შედარებით თბილ ტემპერატურაზე ჩანს, თუ ვინმე 10°F-ზე მიირთმევს ქვევრის ქარვისფერ ღვინოს, იცოდეთ, რომ მან  ბევრი არაფერი იცის ღვინის შესახებ.” - ამობს ნოელ ბროკეტი. სტატიას სრულად გაეცნობით Wine Enthusiast-ის გვერდზე.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული