Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართველი მეღვინეები Slow Wine Fair-ზე

25-27 თებერვალს Slow Wine Fair ტარდება იტალიაში, სადაც კიდევ უფრო მეტ სტუმარს ელიან, ვიდრე შარშან. გასულ წელს გამოფენას 10 000-ზე მეტი ღვინის ენთუზიასტი, იმპორტიორი და პროფესიონალი ეწვია, ასევე 750 ღვინის მწარმოებელი იტალიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

გამოფენა 25 თებერვალს, 12:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათამდე უმასპინძლებს სტუმრებს. ორშაბათს, 26 თებერვალს კი 10:00-დან 16:00მდე. ღონისძიება დასრულდება 27თებერვალს. 

25 თებერვალს Slow Wine Fair იწვევს ღვინის ყველა ენთუზიასტსა და პროფესიონალს. სტუმრებს შეეძლებათ სადეგუსტაციო დახლთან საინტერესო ღვინის დაჭაშნიკების გარდა დაესწრონ კონფერენციებსა და შეხვედრებს, ასევე მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებში და უკეთ შეისწავლონ ამა თუ იმ ღვინის მახასიათებლები. მასტერკლასებსა და სემინარებს ღვინის მწარმოებლები და ექსპერტები ჩაატარებენ. 

26 და 27 თებერვალს, როგორც საიტზე ვკითხულობთ, ღონისძიება განკუთვნილია ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის, მათ შორის მყიდველებისთვის, ღვინის მაღაზიის მფლობელებისთვის, იმპორტიორებისთვის, დისტრიბუტორებისთვის, შეფ-მზარეულებისთვის და სომელიეებისთვის: “მათ შეუძლიათ აღმოაჩინონ საუკეთესო იტალიური და საერთაშორისო ღვინის საწარმოები BolognaFiere-ის პავილიონებში. ეს მარნები ღვინის წარმოების უნიკალური და საინტერესო მეთოდებით არიან გამორჩეულნი.”

Slow Wine Fair-ზე 750 გამოფენის წარმომადგენელი იქნება იტალიის ყველა რეგიონიდან და 20 სხვა ქვეყნიდან. საქართველოს გარდა მონაწილეოაბს მიიღებენ მარნები ალბანეთიდან, არგენტინიდან, ავსტრიიდან, ბრაზილიიდან, ჩილედან, ჩინეთიდან, კვიპროსიდან, ხორვატიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან და ა.შ.350-ზე მეტი ღვინის საწაემო სერტიფიცირებულია, როგორც ორგანული ან ბიოდინამიკური.4000 მეტი ღვინო ხელმისაწვდომი იქნება დეგუსტაციისთვის. ჩატარდება 9 საერთაშორისო მასტერკლასი, 30-ზე მეტი კონფერენცია, ფორუმი და სხვა ღონისძიებები. საქართველოდან 4 ღვინის მარანი იღებს მონაწილეობას:

ნათენაძის ღვინის მარანი”

მეღვინეობა "გოცა"

“ვინონო”

“ტანინი”

როგორც “ტანინიდან” გვიამბობენ, დიდი მოლოდინით ელიან London Wine Fair-ს: “ჩვენ წარმოდგენილი გვექნება რქაწითელი 2022, საფერავი 2021, ხიხვი 2021, ქისი 2021. ეს ყველაზე დიდი გამოფენაა, სადაც აქამდე მონაწილეობა მიგვიღია. 5 პავილიონი იყო შარშან და მნიშვნელოვანია, რომ ძირითადად ყველა ტიპის ღვინის მწარმოებლები არიან, მათ შორის ნატურალისტები, ქარხნული მეწარმეები, ბიოდინამიური ღვინის მიმდევრები. იქნებიან ბევრი იმპორტიორები, მცოდნეები, პროფესიონალები. მოლოდინი დიდი გვაქვს”. 

BOLOGNAFIERE-ᲘᲡᲐ ᲓᲐ SANA-Ს ᲛᲘᲔᲠ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲣლი  SLOW WINE FAIR ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲔᲫᲦᲕᲜᲔᲑᲐ ღვინის ინდუსტრიის განვითარებას მთელ მსოფლიოში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული