Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული სუფრის ხელოვნება და კულინარიული მოგზაურობა რეგიონებში - National Geographic

“საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ისეთივე მრავალფეროვანი კულინარიული მემკვიდრეობა აქვს, როგორიც ლანდშაფტი. მთის კერძებიდან დაწყებული, მცენარეულ, ნაზ კერძებამდე, ქართული სამზარეულო საუკუნეების განმავლობაში მეზობელ რეგიონებთან – ირანთან, თურქეთთან და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან – კულტურულ გაცვლას ასახავს” - ვკითხულობთ National Geographic-ის გვერდზე. 

ავტორი წერს, რომ საქართველოში თითოეულ რეგიონს აქვს თავისი უნიკალური გემო და მახასიათებელი, თუმცა ქართული სუფრის არსი საერთოა: გაზიარება, ზრუნვა და ურთიერთობა. სტატიაში ავტორი მკითხველს მის 6 რჩეულ ქართულ კერძს აცნობს, რომლებიც, მისი აზრით, ქვეყნის კულინარიულ სიღრმეს და მის განუყოფელ კავშირს ასახავს ღვინის კულტურასთან.

1. ფხალი იმერეთიდან- “დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, სეზონური მწვანილისა და ბოსტნეულის შემოქმედებითი გამოყენება ფხალში გამოიხატება. ეს აპეტაიზერი, რომელიც მჭადთან ერთად უნდა მიირთვათ, შეზავებულია ნიგვზით, ნივრითა და სუნელებით გაჯერებული დაკეპილ ბოსტნეულთან ერთად. ავტორი მკითხველს საუკეთესო ფხალის გასინჯვას ქუთაისში, ტრადიციული რესტორან „გალაში“ ურჩევს.

2. კახური ჩიხირთმა - “კახეთი, საქართველოს მთავარი მეღვინეობის რეგიონი, გამოირჩევა გულწრფელი და ინგრედიენტებზე ორიენტირებული სამზარეულოთი. ჩიხირთმა, ქათმის წვნიანი, უგემრიელესი კერძია, რომელსაც ძალიან უხდენენ ღვინის ძმრის წვეთებს: “როგორც შეფი ირაკლი ასათიანი აღნიშნავს ქართველებს ძალიან უყვართ ღვინო და ჩიხირთმა ჩვენი წამალია ნაბახუსევზე. ამიტომ გირჩევთ ყველას გასინჯოთ ეს უგემრიელესი კერძი, განსაკუთრებით გემრიელი კი “წინანდლის მამულში”

3. აჭარული ხაჭაპური: “ხაჭაპურის ეს სახეობა – აჭარული – გამოირჩევა ნავის ფორმითა და გულში მოთავსებული კვერცხის გულით, რომელიც თითქოს მზეს ასახავს. განსაკუთრებით მომეწონა ბათუმში, რესტორან „ლაგუნაში“, სადაც ყველის მრავალნაირ სახეობას გასინჯავთ”

4. თუშური ხინკალი - ავტორს ხინკალიც არ ავიწყდება, თუმცა დასძენს, რომ ეს კერძი საქართველოში, სავარაუდოდ, მონღოლეთიდან შემოვიდა: “ქალაქური ვერსია შერეული საქონლისა და ღორის ხორცის ნაზავითაა, თუმცა თუშეთის მაღალმთიან რეგიონში ტრადიციული რეცეპტში მხოლოდ ცხვრის ხორცს იყენებს: “როგორც შეფებმა გვითხრეს, ხინკალის მთავარი ელემენტია ცხელი ბულიონი. მისი გასინჯვისთვის საჭიროა ჯერ პატარა ლუკმა, შემდეგ ბულიონის გასინჯვა და ბოლოს ხორცისა და ცომის დაგემოვნება.” მკითხველს თბილისში რესტორან „პიქტოგრამას“ ურჩევს.

მეგრულ ხარჩოზეც წერს“ამ კერძს ხშირად ამდიდრებენ ტყემლით და ტრადიციული მეგრულ სანელებლებით, რაც მას უნიკალურ გემოს ანიჭებს. განსაკუთრებულ ხარჩოს , „ოდა ვაინსის“ რესტორანში გასინჯავთ” 

სტატიის დასასრულს კი რაჭულ შქმერულზე წერს: “რაჭაში ზამთრის სუსხიან დღეებში შქმერული აუცილებელი კერძია. ეს შემწვარი ქათმის კერძი ნივრის გულსართით მზადდება და ერთ-ერთი საუკეთესო კერძია ჩემი აზრით.” 

ქართული სამზარეულო არა მხოლოდ უგემრიელესი კერძებით, არამედ თითოეული რეგიონის უნიკალური კულტურითა და ტრადიციებითაც გამორჩეულია. ღვინის, ხალხური სამზარეულოსა და მეგობრულობის კომბინაცია ქართული სუფრის არსია, რომელიც მოგზაურს ქვეყნის ისტორიას და კულტურას უკეთ აცნობს.” - ვკითხულობთ სტატიაში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული