Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული, სომხური და ბერძნული ღვინის ბარები სან-ფრანცისკოში

San Francisco Chronicle მექსიკის, სომხეთის, საბერძნეთისა და საქართველოს ღვინის ბარებზე წერს, შედარებით ნაკლებადცნობილ ღვინის ქვეყნებზე, რომელთა შორის ჯერ კიდევაა საქართველო. თუმცა აღსანიშნავია, რომ დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი იცნობს ჩვენს ღვინოებს მსოფლიოში. როგორც სტატიიდან ვკითხულობთ, ქვემოთჩამოთვლილმა ღვინის ბარებმა გახსნისთანავე პოპულარობა მოიპოვა სან ფრანსიკოში. მაგალითად, Cantina LOs Mayas 1 თვის წინათ გაიხსნა სან ფრანცისკოში და ის პირველი ბარია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მექსიკურ ღვინოებს აწვდის მომხმარებელს.

Souvla-მ გახსნა ყველაზე დიდი ობიექტი, რომელიც ბერძნული ღვინოების ძალიან დიდ არჩევანს სთავაზობს ღვინის მოყვარულებს. მარინაში სომხური ღვინის ბარი გაიხსნა, ხორვატიული ღვინის ბარი Yugobar კი მალე ამუშვდება. ამასობაში კი ქართული Piala ამერიკელ მომხმარებელს ქართულ ღვინოს შესთავაზებს, რქაწითელს, საფერავსა და სხვას: “გარკვეული თვალსაზრისით ახალი ღვინის ბარები იმის მტკიცებულებაა, რომ Bay Area უფრო და უფრო მეტ მიმზიდველ კონცეფციას მოითხოვს. ახლა ბევრად დიდი არჩევანის წინაშე დადგება ღვინის მოყვარული ადამიანი და ალბათ არჩევანსაც რთულად გააკეთებს, რომელ ღვინის ბარში წავიდეს და გასინჯოს ღვინო”.- წერს ავტორი.  

აღსანიშნავია კალიფორნიის ჩრდილოეთ რეგიონში მომხმარებელთა გაზრდილი ინტერესი ამ ზემოთჩამოთვლილი ღვინის რეგიონების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, არც ისე ზედმიწევნით იციან ღვინო.

სომხურ, ბერძნულ და ქართულ ღვინოებს არ იცნობდა ამერიკელი საზოგადოება ძალიან დიდ ხანი, მაგრამ ამ ბოლო დროს სურათი შეიცვალა უფრო მეტი იმპორტიორის გამო. როგორც Cantina Los Mayas-ის დამფუძნებლები საუბრობენ, თუ ადრე მხოლოდ ერთ მექსიკურ დისტრიბუტორთან ჰქონდათ შეხება, ახლა ოთხი სხვადასხვა მიმწოდებელი ჰყავთ. სტატიას შეგიძლიათ San Francisco Chronicle-ის გვერდზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.