Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქვევრი, ვაზი და ღვინო პარიზში, OIV-ის გენერალურ შტაბ-ბინაში

29 აპრილს, პარიზში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურ შტაბ-ბინაში,  ქართული ღვინოების მასშტაბური პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიება მეორედ ჩატარდა და მასში წელსაც მოწვეულნი იყვნენ საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე, ღვინის პროფესიონალები. ღონისძიება გამორჩეული იყო თავისი მასშტაბურობითა და წარმომადგენლობით. მას 350 სტუმარი ესწრებოდა. პრეზენტაციაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, ეკატერინე სირაძე-დელონემ, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ჟან მარი ორანმა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ეკატერინე სირაძე-დელონემ თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, ათასწლოვანი მეღვინეობის ტრადიციისა და ქართული ვაზის ჯიშური მრავალფეროვნების შესახებ. ჟან მარი ორანმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ, რომელიც ყოველწლიურად აქტიურადაა ჩართული ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ღონისძიებებში, კერძოთ, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო კონგრესში, რომელიც 2010 წელს საქართველოში ჩატარდა, წელს კი გერმანიაში გაიმართება. ორანმა ხაზი გაუსვა უკანასკნელ ხანებში ქართული ღვინის აღორძინების ტენდენციას და იმ გარემოებას, რომ დღესდღეობით საქართველოში ღვინის უფრო და უფრო მეტი მცირე მწარმოებელი, კოოპერატივი და დამოუკიდებელი ქარხანა ჩართულია ხარისხის კონკურენციაში და ცდილობს, ადგილი დაიმკვიდროს ადგილობრივ ბაზარზე, თავისუფალ გარემოში.  

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ღვინო ქართული კულტურის, ისტორიისა და, ზოგადად, იდენტობის განუყოფელი ნაწილია. მას ფესვები აქვს გადგმული ყოფასა და ხელოვნებაში - პოეზიაში, მხატვრობასა და არქიტექტურაში. ღონისძიების დასკვნით ნაწილში ქართული ღვინოების დეგუსტაცია ჩატარდა. წარმოდგენილი იყო 7 კომპანიის - „შატო მუხრანის“, „შუხმან ვაინს ჯორჯიას“, „თელიანი ველის“, „თბილღვინოს“, „მეღვინეობა ხარებას“, „თელავის ღვინის მარანისა“ და „ჩელთის“ - ღვინოები. 

ღონისძიება საფრანგეთში ქართული ღვინის წარდგინების უკვე მეორე შემთხვევაა, მიმდინარე კვირის მანძილზე. სულ ახლახანს, ქ. კანში მოეწყო ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია, რომელსაც მიშლენის რესტორნების ქსელის რამდენიმე ათეული სომელიე სტუმრობდა. 

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი აღნიშნავს, ამგვარი ღონისძიებების მიზანია ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიულ  საზოგადოებებში. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით იგეგმება, რომ ქართული ღვინის დეგუსტაციებს პარიზის შტაბ-ბინაში რეგულარული, ყოველწლიური ხასიათი მიეცეს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კიდევ ერთი ფაქტი. როგორც „ღვინის საინფორმაციო ცენტრთან“ საუბარში სამანიშვილი აღნიშნავს, შემოდგომით ღვინის ეროვნული სააგენტო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციას ქართული ვაზის 10 ჯიშს მიაწოდებს, რომელიც ორგანიზაციის პარიზის ოფისის ვაზის მდიდარ კოლექციას შეემატება. სამომავლოდ კი იგეგმება ქვევრების გაგზავნაც, რომლებშიც OIV-ის ქართული კოლექციისაგან დაწურული ღვინით ორგანიზაცია ქართული ტრადიციული წესით ქვევრის ღვინოებს დააყენებს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული