Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინოები RAW WINE London 2018 - ზე

11-12 მარტს, RAW WINE London - არტიზანული ღვინის ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენა წელს მეცამეტედ ჩატარდება.

ქართველი მეღვინეები გამოფენაში 2012 წლიდან მონაწილეობენ, რაც შესაძლებლობას იძლევა, ექსპორტზე გასვლის გარდა, ქართული ქვევრის ღვინის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო გაიზარდოს.

გამოფენის ვებგვერდი ყოველდღე ახლდება, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოდან გამოფენაზე წარსდგებიან: ბაბანეურის მარანი, შატო ხაშმი, ეთნო, გოცას ღვინოები, ნათენაძის მარანი, ნიკალას მარანი, ტიბაანი, ველინო, გვიმარანი, მაკარიძის მარანი, ნაოტარი, ჩუბინის მარანი, არჩილ გუნიავას მარანი.

RAW WINE-ი ღვინოების საუცხოო კოლექციას ერთად მოუყრის თავს. წელს  გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150-ზე მეტი ორგანული, ბიო-დინამიური, ნატურალური ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.

RAW WINE-ს ფილოსოფია გამჭირვალობის მომხრეა - მათ სწამთ, რომ იდეალურ ღვინის სამყაროში, ღვინის სმისას ზუსტად უნდა იცოდე რას სვამ. RAW WINE-ის გამოფენის ვებ გვერდსა და კატალოგში ღვინოების დაყენების ტექნოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია ნათლად იქნება ჩამოთვლილი, რომ ყველა, ვინც ღვინოს გასინჯავს, შეეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.

გამოფენის მონაწილე ყველა არტიზანი მეღვინე ნატიფ, ნატურალურ, ბიო-დინამიურ თუ ნაკლებად ჩარევის მეთოდით აწარმოებს ღვინოს. მათ ღვინო თავიანთი ქვეყნის ჭეშმარიტი წარმომადგენელია.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული