Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის გემო სან ფრანცისკოში

ქართული ღვინო ამერიკაში სულ უფრო პოპულარული ხდება, ინტერესი იზრდება და ამასთან ერთად ცნობადობაც. ბრენდონ როთი, მწერალი, ამჯერად ქართული ღვინის შესახებ წერს სტატიას, სადაც რჩეულ ღვინოებსაც ახსენებს. 

სტატიის დასაწყისში ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული ღვინოები და წარმოების მეთოდები უკვე ბეი არეაში ხელმისაწვდომია, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს გაეცნონ ქართული ღვინის ტრადიციებს და მათ წარმოებას უფრო ახლოდან.

ბრენდონი საუბრობს იმაზეც, რომ ბევრმა ქართველმა მეღვინემ ბეი არეაში მიაღწია წარმატრებას, რადგან ამ რეგიონის სტაბილური, ზომიერი ტემპერატურა საქართველოს ღვინის ველების კლიმატს ჰგავს. ავტორი რამდენიმე მნიშვნელოვან მეღვინეობას გამოარჩევს:

Everi Winery - სან ფრანცისკოს შუაგულში მდებარე ღვინის კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი ფერმერების ყურძენს ამუშვებს და ქვევრში აწარმოებს ღვინოს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ვაზის ჯიშებს იყენებენ, როგორიცაა შირაზი, ზინფანდელი და მერლო, Everi-ში მეღვინეობის ტრადიციული მეთოდების მიმდევრები არიან. აქ შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება და ღვინის დამზადების პროცესის გაცნობა.

ავტორი Qvevri Wine Georgia-ზეც საუბრობს, რისი მიზანიც ადგილობრივი საზოგადოებისათვის ქართული კულტურის რაც შეიძლება ახლოს გაცნობაა. 

აღსანიშნავია, რომ კალიფორნიაში ქართული ღვინოების პოპულარობა იზრდება. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1990 წლამდე, საქართველო გლობალური ბაზრისთვის დახურული იყო, თუმცა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმატება მოიპოვეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, იაპონია, პორტუგალია და აშშ: “ქვეყანამ მრავალი ოქროს და პლატინის ჯილდოები მოიპოვა Decanter-ის უდიდეს ღვინის კონკურსზე, რაც ღვინის ენთუზიასტებისთვის ქართული ღვინისადმი დიდ ინტერესს ნიშნავს”. - წერს ავტორი.

რომან არსავი, ქართული რესტორნის Bevri-ს მენეჯერი, აღნიშნავს, რომ ქართული კულტურა ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. არსავის საყვარელი ვაზის ჯიშია რქაწითელი. იგი მკითხველს კახეთის რეგიონიდან Orgo-ს ქარვისფერ ღვინოს ურჩევს, რომელიც რქაწითელისგან მზადდება. ეს ღვინო ცნობილია ხალისიანი და მწვანე ვაშლის ნოტებით. ასევე, არსავი საუბრობს Glekhuri-ს და Orgo-ს საფერავზე, რომელსაც აქვს კაბერნე სოვინიონის მსგავსი გემო, კვამლის ნოტები და ალუბლისა და შოკოლადის არომატი. სტატიას გაეცნობით los altos გვერდზე.

 © ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.