Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა ჩინეთის ბაზარზე

ქართული ღვინის დომინანტ საექსპორტო ბაზრებზე (რუსეთი, უკრაინა) მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველო განაგრძობს აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ჩინეთის ცალკეულ პროვინციებსა და ქალაქებში, რაც მიზნად ისახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენელთა ქართული ღვინით დაინტერესებას. 

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი თვეების მანძილზე ჩინეთში ბოთლის ღვინის იმპორტი 18,4 %-ით შემცირდა, ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა აღნიშნულ ბაზარზე ბოლო ორი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად პროგრესირებს. 2013-თან შედარებით 2014 წელს ექსპორტმა ჩინეთში 34 %-ით მოიმატა და წლის ბოლოს ჩინეთის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველომ ორი ადგილით ზემოთ აინაცვლა (მე-15-დან მე-13 ადგილზე). მიმდინარე წლის დასაწყისში კი - ქართული ღვინის გაყიდვები ჩინეთში 66,4 %-ით გაიზარდა. 

ქართული ღვინის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ბაზარზე, ჩინეთში ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა,  მაია ცქიტიშვილმა, სააგენტოს მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, უკანასკნელი ორი თვის მანძილზე  30-ზე მეტი შეხვედრა, დეგუსტაცია, სემინარი გამართა ადგილობრივი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ქართულმა დელეგაციამ ჩინეთში მონაწილეობა მიიღო ღვინის ფორუმებში, სადაც შემუშავდა პროექტები სამომავლო პარტნიორობისთვის. 

ცნობილია, რომ ჩინეთის ბაზარზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს ის საკვანძო გზავნილები, რაც ამა თუ იმ ბრენდის / პროდუქტის ისტორიას, მის სიძველეს წარმოაჩენს. სწორედ ქართული ღვინის ხანგრძლივი ისტორიისა და ჯიშური მრავალფეროვნების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად 11 მაისს ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის (ჰონგ-კონგი) სემინარი - „აღმოვაჩინოთ ქართული ღვინის სათავეები“ (“Discover the Roots of Georgian Wine”). დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო „შატო მუხრანის“, „GWS”-ის, „ბაგრატიონის“, „მეღვინეობა ხარებას“, „ქინძმარაულის მარანის“, „თელავის ღვინის მარანის“, „ბესინის“, „არმაზისა“ და „თელიანი ველის“ ღვინოები. სემინარი ჩატარდა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 საერთაშორისო გამოფენის (Interwine China 2015 Spring Edition) ფარგლებში, რომელიც წელს 12-14 მაისს ჩინეთში, ქ. გუანჯოუში გაიმართა. გამოფენას სტუმრობდნენ იმპორტიორები, ბაიერები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლები. 

ღვინის მაგისტრი, დებრა მეიბურგი აქტიურად თანამშრომლობს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში. ის სისტემატურად უძღვება ჩინეთში მსგავსი ხასიათის დეგუსტაციებსა და სემინარებს, სადაც მონაწილეობენ ღვინის პროფესიონალები, გაყიდვბის სფეროსა და მედია სექტორის წარმომადგენლები. მსგავს სემინარებს, რომლებიც პეკინის ორ უმნიშვნელოვანეს ცენტრში, - Ease Scent-სა და Dragon Phoenix Wine Consulting-ში ჩატარდება, გაუძღვებიან ღვინის ცნობილი ექსპერტები, მათ შორის - ღვინის მაგისტრობის კანდიდატი, ფოგი ვოლკერი. სემინარებს, მხოლოდ პირველ ეტაპზე 317 ადამიანი დაესწრება. 

ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის დამკვიდრების დიდ პოტენციალზე ისაუბრა ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰან ჩანგფუმ, რომელიც საქართველოს სულ ახლახანს ესტუმრა და მოინახულა აქაური მეღვინეობის მნიშვნელოვანი კერები.

ჩინეთში ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენლის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2014 წელს ქართული ღვინის გაყიდვებმა აღნიშნულ ბაზარზე 3.57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ჩინეთის მთლიანი საიმპორტო ბაზრის 0.3 %-ს შეადგენდა. წელს კი ღვინის ეროვნული სააგენტოს ამოცანაა, აქტიური მარკეტინგული კამპანიის საშუალებით, ამ მაჩვენებლის 1 %-მდე გაზრდა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული