Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის დეგუსტაცია ნიუ ჰემფშირში

hampshire chronicle გვაცნობს, რომ 13 ივნისს ქართული ღვინის დესგუტაცია იმართება: “მაისში გამართული ქართული ვახშმის შემდეგ, რომელმაც ძალიან წარმატებითა და დიდი ინტერესით ჩაიარა, დეგუსტაცია ივნისის დასაწყისში დაიგეგმა.”

GeoNaturals-მა გამოაცხადა, რომ 13 ივნისს ღვინის დეგუსტაციასთან ერთად იქნება ქართული ვახშამიც, რომელიც უინჩესტერში, წმინდა პავლეს ეკლესიაში 7 საათზე გაიმართება. დეგუსტაცია 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მენიუში წარმოდგენილი იქნება სამი ქართული კერძი: ბადრიჯანი, ორთქლზე მოხარშული ისპანახისა და პრასის ფხალის ასორტი. მთავარი კერძი იქნება ძროხის ხორცი ახალი პომიდვრითა და ქართული მწვანილებით. ასევე ხაჭაპური და შქმერული. საღამოს კი სტუმრებს გოგრის ნამცხვრით გაუმასპინძლდებიან: “თითოეულ კერძს შესაბამისი, შესანიშნავად შეხამებული ღვინო მოჰყვება. კერძები არომატებს კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩენს.”

სტატიაში ქვევრის ტექნოლოგიის შესახებაც წერენ და მკითხველს უფრო დეტალურად აცნობენ ქართულ ღვინოს: “ქვევრი“ დიდი თიხის ჭურჭელია, სადაც ქართული ღვინო დუღილს განიცდის. აქ აძველებენ და ავარგებენ ქართველი მეღვინეები ღვინოს, რომელიც თავისუფალია კულტურული საფუარებისგან”.

საღამოს გაუძღვება GeoNaturals-ის დამფუძნებელი კახა გულიაშვილი: "ღვინოს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ქართულ სოციალურ შეკრებებში, რომელიც ჩვენთვის სტუმართმოყვარეობისა და ერთიანობის სიმბოლოა. ოჯახები ხშირად იკრიბებიან სუფრის ირგვლივ კერძებისა და ისტორიების გასაზიარებლად, სადაც ღვინო აუცილებლად უნდა იყოს. მოხარული ვარ ქართული ტრადიციებისა და სამზარეულოს გაზიარებით უინჩესტერის გულში. მოუთმენლად ველით, რომ გიმასპინძლოთ ნამდვილ ქართულ ვახშამზე, სადაც იქნება ავთენტური საოჯახო კერძები და ქართული ღვინო“.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება რქაწითელი, ქვევრის მწვანე, ჩხავერის ცქრიალა, მუკუზანი, საფერავი და კრახუნა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული