Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პირველი ღვინის პასპორტი საქართველოში

რა არის ღვინის პასპორტი

ღვინის კლუბმა USAID-თან ერთად "ღვინის პასტორტის" (wine passport) კონცეფცია შექმნა. ღვინის პასპორტი მოგზაურობის გასამარტვებელი საშუალებაა, რომელთან ერთადაც ბევრად უფრო ადვილად შეძლებენ ღვინის მოყვარულები საქართველოს რჩეული მარნების სტუმრობას. პასპორტის მფლობელი წინასწარ გაეცნობა მარნებს, მათ პროდუქციას და ვიზიტსაც სასურველ დროს დაგეგმავს. გარდა იმისა, რომ ღვინის მოყვარულებისთვის პასპორტი ძალიან სასიამოვნო შეთავაზება იქნება, ის ხელსაც შეუწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას და ღვინის რეგიონების პოპულარიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

"ღვინის პასპორტით" საქართველოში პირველად ისარგებლებენ, თუმცა ის საკმაოდ ნაცნობი რამ არის აშშ-ს ღვინის მოყვარულებისთვისა და იტალიელებისთვის, რომლებიც, ჩვენგან განსხვავებით, ძირითადად მხოლოდ ქვეყნის კონკრეტული რეგიონის ღვინის საწარმოებს აცნობენ მოხმარებლებს.

რატომ უნდა შევიძინო ღვინის პასპორტი?

ღვინის პასპორტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი დროს დაზოგავს, უკვე შერჩეულ საკმაოდ ბევრ ღვინის მარანში კი ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით ისარგებლებს. საიტზე კი ყველას შეეძლება გაეცნოს ინფორმაციას მარნებისა და სხვადასხვა ფასდაკლების შესახებ.  ეს შეთავაზებები ღვინის საწარმოებსა და მეღვინეობებში სხვადასხვა იქნება, ზოგი დეგუსტაციას შესთავაზებს სტუმარს, ზოგი სასტუმროში ფასდაკლებას, ზოგი მასტერკლასს და ა.შ

ღვინის პასპორტის უცხოელი მომხმარებელი?

პასპორტი განსაკუთრებით საინტერესო სწორედ უცხოელი ტურისტებისთვის და ღვინის მოყვარულებისთვის იქნება, რადგან ასე შეძლებენ ქართული ყურძნის ჯიშების, ღვინის ტექნოლოგიებისა და მახასიათებლების შესახებ უფრო მეტის გაგებას. გაიცნობენ სხვადასხვა რეგიონის ისტორიებს, ტრადიციებსა და კულტურას. ცოდნას კი სხვადასხვა ტრენინგებით გაიღრმავებენ ღვინისა და ქართული სამზარეულოს შესახებ და თავიანთ გასტრონომიულ თავგადასავლებს ერთმანეთსაც გაუზიარებენ.

ღვინის პასპორტით ძალიან გაუმარტივდება არჩევანის გაკეთება მასაც, ვინც ღვინით სულ ახლახანს დაინტერესდა და ხან მეგობრებთან, ხან კი ოჯახთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხის დათვალიერება სურს, თან კი ღვინის დაჭაშნიკებაზეც არ იტყოდა უარს და მასთან ერთად ღვინის შესახებაც უფრო მეტს გაიგებდა.  

რა შეთავაზებებით ისარგებლებენ ღვინის პასპორტის შეძენის შემთხვევაში

1.ექნებათ  წვდომა საქართველოში არსებულ ყველაზე სრულ გზამკვლევთან მარნების შესახებ.

2. შეძლებენ ონლაინ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია ყველა სიახლეზე.

3. შეძლებენ ადვილად მოიძიონ კონტაქტები მარნებსა და სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებზე, მიიღებენ ფასდაკლებებს.

4. შეძლებენ  სასურველი მარნებისა და შესაბამისად პაკეტების არჩევას.

5. ინფორმაციის მიიღებენ ღვინოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებებში საქართველოსა თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ

საიტზე განთავსებისთვის ინფორმაციის მისაღებად დეტალებზე დაგვიკავშირდით:

ტელ: 598308688

Email: info@wineclub.ge

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული