პარიზში ფესტივალი Raw Wine გუშინ დაიწყო და დღეს სრულდება. საქართველოდან გამოფენაზე 17 მარანი იღებს მონაწილეობას. აქ მეღვინეები მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ ღვინოს წარადგენენ. ფესტივალზე შეხვდებით ღვინის ექსპერტებს, მოყვარულებსა და იმპორტიორებს. გუშინ და დღეს Raw Wine-ზე დეგუსტაციაც გაიმართა Speaker’s Corner-ში, სადაც სხვადასხვა მწარმოებლების ღვინოები დააგემოვნეს.
დღეს დეგუსტაციას Jean-Pierre Amoreau უძღვებოდა, Chateau le Puy-ის მფლობელი და ხელმძღვანელი, ასევე Florent Martin, რომელიც საკმაოდ გამორჩეული ფრანგი ღვინის ოსტატია და 2021 წელს საუკეთესო სომელიეს ჯილდო მოიპოვა საფრანგეთში. დღეს ასევე ისაუბრეს ჩრდილოეთ ამერიკის უძველეს ტრადიციებსა და თანამედროვე ტენდენციებზე.
გამოფენაზე 15 ქვეყნიდან 156 მწარმოებელი იღებს მონაწილეობს. მონაწილეთა შორის აღმოაჩენთ იტალიურ, ესპანურ, ავსტრიულ, ფრანგულ და ქართულ მარნებსაც.
თავად ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ყველაფერი შესანიშნავად არის, დამსწრე სტუმრები და თავად მწარმოებლებიც დიდ გამოცდილებას იძენენ, ეცნობიან სხვადასხვა ტექნოლოგიებს, არომატებს, ახალ-ახალ სხვადასხვა ტიპის ღვინოებს.
როგორც გვიამბობენ, ერთ-ერთ ქართულ ღვინოზე არასწორი დასახელების გამო ტვირთი მთლიანად გააჩერა საბაჟომ, რის გამოც მარნებს არასრული პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი ფესტივალზე, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ არც ერთი მარანი არ დარჩენილა ღვინის გარეშე, მთლიანობაში ფესტივალი კარგად მიმდინარეობს. შეგახსენებთ, დღეს, საფრანგეთის დროით 18:00-ზე Raw Wine Festival სრულდება.
©ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი