Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მიხეილ დოლიძე, მარანი კასრელი, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (49)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

2014 წლის დეკემბერში ხუთმა მეგობარმა ექიმმა გადავწყვიტეთ მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში თავი გვეცადა. თითოეულ ჩვენგანს დიდი ხნის წადილი ქონდა, რომ ამ საქმით დაკავებულიყო. რამდენიმეს კი უკვე ამის გამოცდილებაც გააჩნდა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

–  თავიდანვე ავირჩიეთ რამდენიმე პრინციპული მიმართულება:

ძველი და მივიწყებული ქართული ჯიშების აღორძინება;

ტერიტორიული ექსპერიმენტები - სხვადასხვა რეგიონის ჯიშების გაშენება კახეთში;

კლასიკური და კარგად გავრცელებული კახური ჯიშების გამოყენება;

ორგანული მევენახეობა და მეღვინეობა;

ღვინის წარმოება მხოლოდ საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან.

ამჟამად 8 ჰექტარზე გაშენებულია: რქაწითელი, საფერავი, ქისი, ხიხვი, კახური მწვანე, კახური მცვივანი, თეთრი (კახური) ჩიტისთვალა, ჩინური, ძაგანიძის შავი, ალექსანდროული და მუჯურეთული.

ვაპირებთ რამდენიმე ჯიშის დამატებას - გრძელმტევანა, სიმონასეული, ჩხავერი, წულუკიძის თეთრა.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

–  2016 წელს პირველი მოსავლისგან დამზადდა: ქისი, მცვივანი და ჩიტისთვალა.

2017 წლის მოსავლისგან: ქისი, მცვივანი, ჩიტისთვალა, ხიხვი-ქისი, მწვანე-ქისი და ერეკლეს ღვინო.

ღვინის შექმნისას ვიცავთ ზემოთჩამოთვლილ პრინციპებს. ხშირად მივმართავთ ჯიშების კომბინაციას, ერთად დადუღების (სეპაჟის) გზით. ღვინო მზადდება ქართული ტრადიციული წესით, ქვევრში. ამ დროს განსაკუთრებულ ყურადღება ექცევა ჰიგიენას.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ჩვენი ღვინო იყიდება რამდენიმე მაღაზიაში და ღვინის ბარში. ბაზარზე დიდი კონკურენციაა და იქ შეღწევაში ის ჯილდოები დაგვეხმარნენ, რომლებიც "კასრელი"-ს ღვინოებმა ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვეს.

პირველ ეტაპზე თანამშრომლობის მცდელობა გვქონდა ბევრ ორგანიზაციასთან. მაღაზიების უმეტესობა შესარჩევ დეგუსტაციას აწყობს. ამ პროცესის ობიექტურობა და პროფესიონალიზმი ყოველთვის ნათელი არ არის. მეორე საკითხია პასუხის მიღება (დადებითის ან უარყოფითის), რაც ასევე პრობლემდება ხოლმე.

მაღაზიები და ღვინის ბარები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, გვეხმარებიან ღვინის პოპულარიზაციაში. ასევე ბევრ ისეთ საკითხზე კონსულტაციებს გვიწევენ, რომელიც ჩვენნაირ დამწყებ კომპანიას შეიძლება გათვალისწინებული არ ქონდეს.

ღვინის რეალიზაციის ინდუსტრია საქართველოში უკვე საკმაოდ განვითარებულია და სერვისის მაღალი სტანდარტიცაა დამკვიდრებული.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

2018 წელს პირველი პარტია ევროპულ ბაზარზე გავა. ძალიან საინტერესოა აშშ და იაპონია და ამაზეც ვმუშაობთ.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

გაუაზრებელი რეგულაციები და ჩარევები სახელმწიფოს მხრიდან. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების შეჩერება. ამან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა და ვენახის ნაწილი გაშენებული გვაქვს ფაქტიურად ისეთ მიწაზე (იჯარით), რომლის ჩამორთმევის საშიშროება შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს.

თავად ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილი არ ექცევა საკუთარ საქმეს სათანადო კეთილსინდისიერებით. ბევრია ფალსიფიცირებული და უხარისხო ღვინო, რომლის ნაწილიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება ან ექსპორტზე გადის და სახელს უფუჭებს ქართულ ღვინოს.

"კასრელი"-ს მთავარი სირთულე მაინც ის არის, რომ ჩვენ არაპროფესიონალები ვართ და გზადაგზა ბევრი რამის სწავლა გვიწევს. ეს მოითხოვს ძალიან ბევრ დროს, რომლის გამოთავისუფლება ძირითადი პროფესიისგან გვიწევს.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

განათლება, ჰიგიენა, თავისუფალი ბაზარი.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

მოთმინებას და ამ საქმის დიდ სიყვარულს.

მარნის დასახელება:  მარანი კასრელი

მარნის მისამართი: ვაჩნაძიანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ტელეფონი: +995  577 119101, +995599 986368

ელფოსტა: casreliwine@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: www.facebook.com/Casreli/ , www.casreli.com

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2018

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული