Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქისი, ხოხბის ცრემლები, 2009

20.00 ლარი

ეს ქისი კიდევ ერთი ღვინოა ხოხბის ცრემლების ტრადიციული კოლექციიდან. კახური, ტრადიციული მეთოდითაა დაყენებული უნიკალური ქართული ჯიშიდან, ქისიდან, რომლის ეფექტურ სურნელებსაც პირველივე დასხმაზე ამოიცნობს ის, ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯია ამ ჯიშიდან დაწურული ღვინო. ეს ქისი გაზაფხულზეც გავსინჯე და ზაფხულშიც, ახლა კი უფრო დამჯდარი და გახსნილი მეჩვენა, სადაც პირველ რიგში მწიფე მსხლისა და ვაშლის ჩირის ტონები იგრძნობა, ასევე სამურაბე ვარდის ძალზე მსუბუქი ნოტები. ხმელი, ძლიერი, ვაჟკაცური – ასე დავახასიათებდი ამ ღვინოს, რომელიც ხანგრძლივი დაგემოვნებით ხასიათდება და შესანიშნავ კომპანიონობას გაუწევს საქონლის ტვინსა და თხლად დაჭრილ ენას.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული