Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მერანოს ღვინის ფესტივალი ხვალ, 11 ივნისს

მერანოს ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი საკმაოდ წამყვანი და მასშტაბური ფესტივალია მსოფლიოში. ღონისძიება ღვინისა და საკვების მწარმოებლებს, იმპორტიორებს, ღვინის ექსპერტებსა და მოყვარულებს აერთიანებს. პირველად ჰელმუტ ბოკალის მიერ 1992 წელს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მერანოა პირველი ღონისძიება, რომელსაც ფესტივალი უწოდეს. 

ყოველ წელს ღონისძიების მიმდინარეობისას იტალიაში The Wine Hunter Awards იმართება, ღვინოებს იტალიელი ღვინის ექსპერტები და სომელიეები არჩევენ, გამარჯვებულებს კი პლატინის, ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით აჯილდოვებენ. იქამდე, სანამ მწარმოებელი ფესტივალზე გავა, ერთ წლიან შერჩევის პროცესს გადის. რამდენიმე ეტაპიან დეგუსტაციებზე დადებითი შეფასებების შემდეგ კი შეეძლებათ მწარმოებლებს მასში მონაწილეობის მიღება. აქ ეროვნული და საერთაშორისო დეგუსტაციების გარდა სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს მასტერკლასებიც იმართება ხოლმე. 

საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც იტალიის გარდა მერანოს ღვინის ფესტივალი ჩატარდება. იტალიაში კი, როგორც წესი, ღონისძიების მთავარი ლოკაცია კურჰაუსია, მერანოს ისტორიული შენობა. 2022 წელს ღონისძიება პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და “შატო მუხრანში” ჩატარდა. ახლა კი, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალმა ტრადიციული სახე მიიღო და ამიერიდან ყოველ წელს ჩატარდება, მასპინძელი კი ისევ “შატო მუხრანი” იქნება.

წლევანდელი ღონისძიება გაიმართება ხვალ, 11 ივნისს გაიმართება “შატო მუხრანის” ახლად აშენებულ სივრცეში, “ორანჟერეაში”. ფესტივალზე გაეცნობით ქართველ და უცხოელ ღვინის მწარმოებლებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემვნონ ქართული, თურქული და იტალიური კერძებიც, ჩატარდება სემინარები, დეგუსტაციები და მასტერკლასები, რომლებსაც ქართველი, იტალიელი და თურქი შეფმზარეულები გაუძღვებიან. ფესტივალი ხვალ დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გაიმართება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.