Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობის მდგრადი განვითარება

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ღვინის მწერალი ჯენსის რობინსონი, რომელიც არაერთი ცნობილი წიგნის ავტორია, Vinepair-თვის მიცემულ ინტერვიუში მეღვინეობისთვის მდგარი განვითარების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს. რობინსონს ღვინის სფეროში 40 წლიანი გამოცდილება აქვს, მისი ცოდნა მხოლოდ რომელიმე რეგიონით არ შემოიფარგლება. ინტერვიუში იგი ამერიკისა და ევროპის გამოცდილებას ადარებს, ასევე საუბრობს იმაზეც, სამომავლოდ მდგარი განვითარების ხელშეწყობისთვის, რა შეიძლება გაკეთდეს.

მდგრადი განვითარება ყველასთვის, ღვინის მწარმოებლებისა თუ იმპორტიორებისთვის, მნიშვნელოვანია.

თავად რობინსონი მდგრადობას განმარტავს როგორც ფართო ცნებას, რომელსაც მრავალნაირი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, პირველ რიგში, ის ეკოლოგიურ „მწვანე“ ხედვას გულისხმობს. ამ საკითხებთან დაკავშირებით რობინსონი არასამთავრობო ორგანიზაცია The Regenerative Viticulture Foundation-თან თანამშრომლობდა, რამაც დაარწმუნა, რომ მდგრადი განვითარების კუთხით, კიდევ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. ამგვარი ხედვა ღვინის დაყენების ყველა ეტაპზე - ვენახის მოვლიდან დაწყებული, მის ჩამოსხმამდე, უნდა იყოს გათვალისწინებული. აუცილებელია კონტროლი, რათა ზედმეტი ნედლეული არ დაიხარჯოს ან ზედმეტი ჩარევით გარემოს განსაკუთრებული ზიანი არ მიადგეს.

ჯენსის რობინსონმა ამერიკის რამდენიმე ღვინის კომპანიას გაუსვა ხაზი, რომელთა საქმიანობაც, მდგრადი განვითარების კუთხით, განსაკუთრებით წარმატებულია, ესენია: Napa Valley კალიფორნიაში, მათ შორის Frog’s Leao and Spottswoode, Tables Creek, რომელიც აღდგენადი ვიტიკულტურის პირველი სერტიფიცირებული მეღვინეობა იყო.

ამის მიუხედავად, ჯენსის რობინსონის აზრით, ამერიკისა და ევროპის მეღვინეობებს შორის დიდი სხვაობაა და გამოცდილება, რომელიც ევროპულმა კომპანიებმა უკვე დააგროვეს, ამერიკაშიც უნდა გამოიყენონ. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნარჩენების გადამუშავება მიაჩნია, რაც დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებში სწორი პოლიტიკის შედეგია. ამერიკაში კი ამგვარი მიდგომა შედარებით იშვიათია.

რობინსონი იმ გამოხმაურებაზე ჰყვება, რასაც ის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით მისი მკითხველისგან იღებს. აშკარაა, რომ ამ კუთხით ცნობიერება ამაღლებულია. რობინსონის აზრით, ღვინო, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვისაა, შესაძლებელია, რომ ბოთლებში არ ისხმებოდეს და რაიმე ალტერნატივა მოიძებნოს. ამის მაგალითია ღვინის ქილებში ჩამოსხმა, ისეთშივე რომლითაც ლუდი იყიდება ხოლმე. ამგვარი ქილები არც მსხვრევადია და არც მძიმე, ამასთანავე საცობების დამზადებაც აღარ იქნებოდა იმ რაოდენობით საჭირო, რაც ეკოლოგიურადაც გამართლებულია.

ღვინის მწერალი რამდენიმე კომპანიას იხსენებს, რომლებმაც ღვინის ალტერნატიული სახით გაყიდვა დაიწყეს და კრეატიულობის ხარჯზე, მათი წამოწყებები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, აღნიშნავს რომ იგი მინის ბოთლების წინააღმდეგი არ არის, მისთვის მთავარი გამოყენების შემცირება და ნარჩენების გადამუშავებაა.

მეღვინეობის მდგრადი განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჯენსის რობინსონმა გამოჰყო, ძველი ვენახის მოვლაა. კითხვაზე ვაზის ძველი ნერგებისთვის რა არის უმჯობესი. რობინსონმა უპასუხა, რომ ბუნებისა და ეკოლოგიისთვის, ცხადია ისინი ზიანის მომტანი არ არიან, პირიქით - ძველი ვენახის მნიშვნელობა კიდევ უკეთაა გასააზრებელი და დასაფასებელი.

ჯენსის რობინსონისთვის განსაკუთრებით იმედისმომცემი ორგანული სერტიფიკატების რაოდენობის ზრდაა. ასევე, ისიც, რომ უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ბიომრავალფეროვნებას, ღვინის ტრადიციულ რეგიონებში კი უფრო მეტი ჯიშის ვაზს აშენებენ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



მახსოვს, ამ უკვე საკმაოდ ხანშიშესული ქალბატონის სომხური და აზერბაიჯანული ღვინოების ქებათა ქება... ძლიერი შთავეჭდილების ქვეშ იყო აშკარად. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან კავკასიის ერთიცა და მეორე რეგიონიც ხომ უბადლო ღვინოთა მწარმოებელი იყო და რჩება არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მსოფლიოშიც...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული