Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინგლისის ღვინის ინდუსტრიის შესამჩნევი წინსვლა და გაყიდვების ზრდა

კლიმატის ცვლილებამ ინგლისის სამხრეთ მხარე ღვინის წარმოებისთვის ხელსაყრელად აქცია, რაც საერთაშორისო მწარმოებლებისთვის მიმზიდველი ხდება. Chapel Down-მა ახალი ვენახებისა და ღვინის საწარმოს ინვესტირების მიზნით გაყიდვის შესაძლებლობა განიხილა, რამაც კომპანიის აქციების ფასები 10%-ით გაზარდა. ინგლისური ღვინის აღქმა შეიცვალა ისეთი ღვინოების გამოჩენის შედეგად, როგორიცაა Gusbourne, Nyetimber და Hambledon, რომლებსაც შამპანურს ადარებენ და შამპანურის სახლების ინტერესს იპყრობენ.

კლიმატის ცვლილებამ და უჩვეულო ამინდმა მსოფლიო ვენახებს პრობლემები შეუქმნა, რამაც 2023 წელს გლობალური ღვინის წარმოების 9.6%-იანი ვარდნა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ინგლისმა ეს ტენდენცია გააქარწყლა და 22 მილიონი ბოთლი ღვინის წარმოებით საპირისპირო, სასურველი ტენდენციური განვითარება დაამტკიცა.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ღვინის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, ის ჯერ კიდევ მცირე ნაწილია ბრიტანეთის ეკონომიკაში. წარმოების მაღალი ხარჯები და დაბალი მოგება სირთულეებს ქმნის. სტატიაში ვკითხულობთ, რომ მხოლოდ რამდენიმე ინგლისური ღვინის მწარმოებელია მოგებაში ახლა. 

ინდუსტრია ორიენტირებულია შიდა ბაზრის ცნობიერების ამაღლებაზე, რომელიც ჯამში გაყიდვების 93%-ს შეადგენს. ღვინის ტურიზმის ხელშეწყობით, ადგილობრივი ღვინის უშუალოდ მწარმოებლებისგან შეძენა მაღალ მარჟას ქმნის. სუპერმარკეტებმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლის განმავლობაში გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, Chapel Down-ის ოპერაციული მოგება 2023 წელს 81 პროცენტით გაიზარდა და £2.4 მილიონს მიაღწია, თუმცა Gusbourne-მა 2023 წელს £1.3 მილიონის ოპერაციული ზარალი ნახა.

ერთ-ერთი სტრატეგია ღვინის ტურიზმის ხელშეწყობაა იმ იმედით, რომ მომხმარებლები ადგილობრივ ღვინოს უშუალოდ მწარმოებლებისგან შეიძენენ, რაც მათთვის მაღალ მარჟას ქმნის, ვიდრე საცალო ვაჭრობით ან რესტორნებში გაყიდვის შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ღვინის გაყიდვები ბოლო წლებში დასტაბილურდა და ზოგიერთმა მომხმარებელმა მაღალ ფასზე რეაგირება გამოხატა, სუპერმარკეტები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლის განმავლობაში გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, Aldi-მ აღნიშნა, რომ ინგლისური ღვინის გაყიდვები 60 პროცენტით გაიზარდა, ხოლო M&S-მა განაცხადა, რომ 35 პროცენტითაა გაზრდილი გაყიდვების რიცხვი.

ბევრი საერთაშორისო ინვესტორისთვის ინგლისის ღვინის ინდუსტრია შესაძლოა კლიმატური ტენდენციების მიმართ უსაფრთხო თავშესაფრად განიხილებოდეს. მაგალითად, კალიფორნიის ღვინის მწარმოებელმა Jackson Family Wines-მა (JFW) ინგლისში ვენახები შეიძინა და ჩრდილოეთ აშშ-ში და კანადაში ვენახების შეძენაც დაიწყო. "ეს არის ოჯახური ბიზნესი, რომელიც მომავალზე ფიქრობს," ამბობს ჩარლი ჰოლანდი. - " გარდა ამისა, გრძელვადიანი სტრატეგიაა, რომელიც აუცილებელია ბიზნესის  შესანარჩუნებლად.”

მიუხედავად გამოწვევებისა, ინგლისის ღვინის ინდუსტრია აგრძელებს ზრდას და ვითარების გაუმჯობესებას. ამ ტენდენციის მხარდასაჭერად მწარმოებლები ყურადღებას ამახვილებენ შიდა ბაზრის გაფართოებაზე, ხარისხის გაუმჯობესებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე, რაც მათ საერთაშორისო ბაზრებზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ Financial Times-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული