Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„გურმანების გზამკვლევი“ - „თელიანი ველის“ საჩუქარი ღვინისა და გასტრონომიის მოყვარულებს

გასტრონომიისა და ღვინის მოყვარულებს კომპანია „თელიანი ველი“ და კულინარიის ბლოგერი - თამარ ბაბუაძე საინტერესო სიახლეს სთავაზობს - ორენოვან, ქართულ-ინგლისურ გამოცემას - „გურმანების გზამკვლევი“. წიგნი აერთიანებს თბილისის სხვადასხვა რესტორნების საფირმო კერძების რეცეპტებსა და რჩევებს მათი ღვინოებთან შეწყვილების თაობაზე. 

ეს არ არის პროფესიული გზამკვლევი. წიგნი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აფასებს ღვინოს, გასტრონომიას და მათ შესახებ თხრობის ხელოვნებას, ვინც მოსაბეზრებელ ნადიმებზე გადათრობას ჭიქა ღვინის სიამოვნებას ამჯობინებს და ცდილობს, ჰარმონიული ან კონტრასტული გემოების გადაკვეთის მომენტები შეიგრძნოს. 

ავტორი, თამარ ბაბუაძე სტუმრობს თბილისის კაფეებისა და რესტორნების სამზარეულოებს და საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს მკითხველს რჩეული კერძებისა და სხვადასხვა დასახელების ღვინოებთან მათი გემოების შეწყვილების გარშემო.

სულ 25 ასეთი ობიექტი და შესაბამისად, კერძია თავმოყრილი - კაფე ლეილა, კალა, პიანო, დაინინგ რუმი, ლე მარე, ბერდი, ფილინი, რაჭისუბანი, ლინვილი, ტერასა, 11/11, ძველი უბანი, მეტეხის ჩრდილი, ფუნიკულიორი, ზღპარი, შავი ლომი, პურის სახლი, ნარიყალა ციტადელი, დაუნთაუნი, შარდენის12, ჰოლიდეი ინ, კიოტო, საკურა, პარნასი, ოტიუმი. ღვინოების საკმაოდ დიდი არჩევანია - ეს არის „თელიანი ველის“ სხვადასხვა დასახელების, ტექნოლოგიის, სტილისა და გემოვნური თვისებების ღვინოები. 

წიგნიდან შეიტყობთ, თუ რომელ რესტორანში რომელი კერძისა და ღვინის შეკვეთა ღირს, როგორ ამზადებენ პროფესიონალი მზარეულები თქვენთვის საინტერესო კერძებს. გამოცემამ მკითხველებსაც დაუთმო ადგილი, სადაც თავისუფალ გვერდებზე მათ შეეძლებათ საკუთარი ჩანაწერების მონიშნვა და ექსპერიმენტების აღწერა.

„წიგნი „თელიანი ველის“ ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია, მომხმარებელი გახადოს უფრო თამამი და ექპერიმენტატორი ღვინოსთან და  კერძთან მიმართებაში. შეუხამოს სხვადასხვა გემოები ერთმანეთს, განიცადოს გამარჯვება, ან მარცხი ამ პროცესის დროს. მისი წარმოსახვით შექმნას წყვილები. გემოები დაუპირისპიროს ერთმანეთს და ამისგან მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება. ამ წიგნის გადაკითხვის შემდეგ უფრო თავისუფლად შეუკვეთავთ ღვინოს თქვენი საყვარელი კერძისთვის, არ მოგერიდებათ თქვენი აზრის გაზიარება მეგობრისთვის და ამაზე საუბარი. წიგნში სრული თავისუფლებაა, აქ ინგრევა ყველანაირი ჩარჩო და აქტიურდება ფანტაზია“ - ამბობს ნუცა ავალიშვილი, კომპანია „თელიანი ველის“ ბრენდის განვითარების მენეჯერი, რომელიც წიგნის ავტორს უწევდა კონსულტაციებს ღვინის თემატიკაზე. 

ვიზუალისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება Rooms Digital-ის ფოტომასალა, რომლებიც გარეგნულად გაგვაცნობს წიგნში აღწერილ ღვინოებს და წარმოგვიდგენს კერძების ესთეტიკურ და საინტერესო პრეზენტაციებს. წიგნი საუკეთესო მეგობარი იქნება ტურისტებისთვის, ვინც პირველად სტუმრობენ საქართველოს, ან ხშირად მოგზაურობენ, მაგრამ ახალი ადგილებისა და კერძენის აღმოჩენის ძიებით არიან შეპყრობილნი. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



სად შეიძლება ამ წიგნის შეძენა?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული