Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ფესტივალზე სტუმარმა უნდა იგრძნოს, რომ დღესასწაულზეა” - ინტერვიუ ნათია ერისთავთან

ფესტივალამდე "ბაგრატიონი 1882"-ს გაგაცნობთ, რომელსაც ცქრიალა ღვინის წარმოების დიდი ისტორია აქვს. ნათია ერისთავი კომპანიის გამოცდილების შესახებ გვიყვება, გვიამბობს, როგორ მოვიდნენ დღევანდელ დღემდე და რა ღვინოებს გააცნობენ სტუმრებს ფესტივალის დღეს, 1 დეკემბერს. 

- რას ნიშნავს ცქრიალა ღვინო თქვენი კომპანიისთვის და როგორ აღწერდით მის ადგილს თქვენს პროდუქტებში? როგორ დაიწყო ეს ისტორია თქვენს კომპანიაში?

- ბაგრატიონი 1882 საქართველოში ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი გამორჩეული ისტორიის მქონე  კომპანიაა. ცქრიალა ღვინო ჩვენი კომპანიისთვის  ასოცირდება დღესასწაულთან, ელეგანტურობასთან და მეღვინეობის ხელოვნებასთან. ცქრიალა ღვინის ადგილი ჩვენს პროდუქტებში მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიის ძირითადი საქმიანობა უკავშირდება სწორედ ცქრიალა ღვინის წარმოებას. წლების მანძილზე კომპანია ითვლება სპეციალიზირებულ საწარმოდ , რომელიც ცრიალა ღვინოს ამზადებს. 

კომპანიის პირველი დასახელება იყო შამპანური ღვინოების ქარხანა, რომლის მშენებლობა დაიწყო 1937 წელს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, და ამ დროიდან უწყვეტად,  აწარმოებს ცქრიალა ღვინოს. 

ახლანდელი კომპანიის სახელწოდება  ,,ბაგრატიონი 1882’’ -  უკავშირდება ივანე ბაგრატიონ-მუხრანელს, პირველ ქართველს რომელმაც დაიწყო ცქრიალა ღვინოების წარმოება ტრადიციული (ბოთლული შამპანიზაციის), მეორადი ფერმენტაციის გამოყენებით და 1882 წელს საერთაშორისო აღიარებას მიაღწია.

- გვიამბეთ განსაკუთრებული მოგონება, რომელიც თქვენი კომპანიის ცქრიალა ღვინის წარმოებას უკავშირდება?

- საინტერესო ფაქტები ბაგრატიონი 1882 ის შესახებ მის წარსულშია. ცქრიალა ღვინის წარმოება და,  კერძოდ, შამპანური ღვინოების ქარხნის  დაფუძნების ისტორია,  უკავშირდება სტალინს. როგორც ისტორია გვამცნობს, მოლოტოვი გერმანიაში მოლაპარაკებებზე რიბენტროპთან იმყოფებოდა , როდესაც რიბენტროპმა აჩვენა მას ჰენკელის (Henkel) ქარხანა. ამის შესახებ მოლოტოვმა აცნობა სტალინს, რომელმაც გასცა განკარგულება საქართველოში, თბილისში აეშენებინათ ქარხანა, რომელიც არქიტექტურულ ნაწილში იქნებოდა გერმანიაში არსებული ჰენკელის ქარხნის ანალოგი. შენობა კლასიკურ სტილშია შესრულებული. გუმბათი შენობის თავზე, სვეტები, კიბეები, მარმარილოში ჩასმული კედლები - ჰენკელის არქიტექტურის განმეორებაა. 

- რომელი ცქრიალა ღვინოებს წარადგენთ ფესტივალზე?

ბაგრატიონი ფაინესტი ბრუტი,  რეზერვი ბრუტი, რეზერვი ნახევრად მშრალი, რეზერვი ნახევრად ტკბილი,  ბაგრატიონი კლასსიკ ბრუტი, ბაგრატიონი კლასსიკ ნახევრად მშრალი, ბაგრატიონი კლასსიკ ნახევრად ტკბილი, ვარდი ნახევრად ტკბილი, ოქრო ნახევრად ტკბილი, ფრიზანტე

- როგორ ფიქრობთ, რა ტენდენციები განვითარდება ცქრიალა ღვინის კატეგორიაში საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე?

- ცქრიალა ღვინო საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე  ვითარდება საინტერესო გზებით, განპირობებული ტენდენციებით, როგორიცაა Prosecco-ს ზრდა, ვარდის ვარიანტების პოპულარობა, ორგანული და ბიოდინამიკური ვარიანტების ზრდა, წარმოების ახალი რეგიონები, ინოვაციური ტექნოლოგიები, პერსონალიზაცია და ცქრიალა ღვინის კოქტეილების პოპულარობა. ეს ტენდენციები ცვლის ცქრიალა ღვინის ბაზარს, ხდის მას უფრო დინამიურს და მრავალფეროვანს, ვიდრე ოდესმე. რამდენადაც მწარმოებლები განაგრძობენ ინოვაციებს და პასუხობენ მომხმარებელთა პრეფერენციებს, ცქრიალა ღვინო დარჩება ზეიმისა და დახვეწილობის სიმბოლოდ, რომელიც ახალ გამოცდილებას და გემოვნებას შესთავაზებს ღვინის მოყვარულებს მთელ მსოფლიოში. ცქრიალა ღვინო მომავალში კიდევ უფრო გაბრწყინდება, მიუხედავად იმისა, დალევთ მას მარტო თუ კრეატიულ კოქტეილში.

- რომელი ქვეყნები არის თქვენი მთავარი სამიზნე ბაზრები ცქრიალა ღვინისთვის და როგორ ხედავთ მათ პოტენციალს?

- მთავარი სამიზნე საქართველოს ბაზარია, რომელიც გვინდა მაღალხარისხიანი პროდუქციით ვუზრუნველყოთ , თუმცა კომპანია აქტიურად მუშაობს სხვა და სხვა მიმართულებით. ეს არის როგორც ევროპული და ამერიკის ბაზარი, ისევე  რუსეთი, უკრაინა

- როგორია უკუკავშირი ან გამოცდილება მომხმარებლისგან და როგორ აისახა ეს თქვენი პროდუქციის განვითარებაზე?

- ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებლთან ყოველთვის ახლოს ყოფნაა. მომხმარებელთა მოთხოვნები სულ უფრო იზრდება და მრავალფეროვანი ხდება, რაც პარალელურად პროდუქციის ხარისხის ზრდას იწვევს. . თუ 2000-იანი წლების დასაწყისში აქცენტს ძირითადად, პროდუქტის ხარისხსა და ფასზე ვაკეთებდით, დღეს მომხმარებელი აკვირდება კომპანიის მიდგომასაც მომხმარებლის მიმართ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ის თითოეულ კლიენტს  და რამდენად ეფექტურად შეუძლია მას  კომუნიკაციის დამყარება. ამას თან ერთვის სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა საკითხები, რაც საბოლოო ჯამში, ბრენდზე წარმოდგენას უქმნის მომხმარებელს 

- ცქრიალა ღვინის წარმოებაში გაქვთ თუ არა განსაკუთრებული პრაქტიკა ან ტექნოლოგია, რომელიც თქვენს პროდუქტს უნიკალურს ხდის?

- ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ცქრიალა ღვინის  წარმოება საკმაოდ რთული ბიოქიმიური პროცესია. სასმელის დახვეწილობა და სიმსუბუქე, სიმდიდრესთან და გემოს სიღრმესთან ერთად აიხსნება იმით, რომ ცქრიალა ღვინო გადის ფერმენტაციას არა ერთ, არამედ ორ ეტაპს - ერთი საჭიროა არომატული და გემრიელი ღვინის დასამზადებლად, ხოლო მეორე. არის მასში ბუნებრივი ნახშიორჟანგის(ბუშტების) შექმნა.

ჩვენი კომპანიის ტექნოლოგიურ სამსახურს აქვს თავისი  განსაკუთრებული პრაქტიკა , რომელიც უკვე დაახლოებით ასწლეული ტექნოლოგიური გამოცდილებით  არის განპირობებული, რაც უმთავრესად საკუთარი ვენახებიდან მიღებული ხარისხიანი ყურძნის, სწორად წარმართული ფერმენტაციის, შერჩეული კუპაჟების და სწორი ტექნოლოგიური ხერხების გამოყენებით ხდება, ეს ყოველივე განაპირობებს ,,ბაგრატიონის 1882’’  ცქრიალა ღვინის განსხვავებულობას სხვა მსგავი მწარმოებლის ცქრიალა ღვინოსთან. 

- რომელი კერძი არის იდეალური ცქრიალა ღვინოსთან შესახამებლად?

ცქრიალა ღვინო არის სასმელი, რომელიც კარგად ეხამება ბევრ კერძს. ეს განსაკუთრებით ეხება ბოთლური შამპანიზაციის მეთოდით დამზადებულ ცქრიალა ღვინოს   და ბრუტ ცქრიალა ღვინოებს. შაქრის დაბალი შემცველობისა და მაღალი მჟავიანობის გამო, ისინი შესანიშნავად უხდება თითქმის ნებისმიერ გასტრონომიას.

ცქრიალა ღვინო, როგორც წესი, მოიხმარენ როგორც აპერიტივს, დამოუკიდებლად ან ყველაზე მსუბუქ საჭმელთან ერთად.

წარმატებული გასტრონომიული წყვილის არჩევა საკმაოდ მარტივია, თუ დაეყრდნობით ცქრიალა ღვინისა და კერძის   შეხამების ძირითად წესებს:

  • კერძის გემო ღვინოზე ძლიერი არ უნდა იყოს.
  • დესერტი არ უნდა იყოს ცქრიალა ღვინოზე  ტკბილი.
  • თეთრი ღვინო არ არის რეკომენდებული მკვრივ, ცხიმიან საჭმელთან ერთად მირთმევისთვის.
  • სოუსის არომატი არ უნდა აჭარბებდეს ღვინის გემოს.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კლასიკური ან საკმაოდ უჩვეულო შეხამება ცქრიალა ღვინისთვის. მაგალითად,.ცქრიალა ღვინის  კერძებთან  შეხამების უფრო ტრადიციული ვარიანტებია:

ზღვის პროდუქტები,თევზი,შავი და წითელი ხიზილალა, ხამანწკები ლიმონით,ყველის ფირფიტები, ბოსტნეულის სალათები, მსუბუქი საჭმელი.

- რა არის თქვენი კომპანიის მთავარი ღირებულება, რომელიც ცქრიალა ღვინის წარმოებაში აისახება?

- ჩვენი მთავარი ღირებულებებია: ხარისხიანი პროდუქტი, პროფესიონალიზმი და კმაყოფილი კლიენტია, რაც ღვინის წარმოებაშიც მკვეთრად აისახება

- როცა ფესტივალზე თქვენს ცრიალა ღვინოს სტუმარი გასინჯავს, რა გსურთ, რომ პირველი გაიფიქროს, განიცადოს ღვინის დაჭაშნიკებისას? რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო ასპექტი განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ღვინოს სტუმრებს აცნობთ ღვინის ფესტივალზე?

- სტუმარმა უნდა გაიფიქროს, რომ ის დღესასწაულზეა, რადგან ცქრიალა ღვინო სხვა ღვინოსთან  ვერ აგერევათ - ბუნებრივი ცქრიალით, სურნელოვანი, მსუყე, სასიამოვნო დაბოლოებით-ცქრიალა ღვინო ნებისმიერი დღესასწაულის მთავარი სასმელია.

ჩვენი ძირითადი ასპექტები არის კომპანიის ასწლეული ისტორია, დახვეწილი ინოვაციური მეთოდების გამოყენება მევენახეობა/ მეღვინეობაში  და საკუთარი ვენახები, სწორ მევენახეობის ზონაში განლაგებული. პროფესიონალი მევენახეების და მეღვინეების გუნდი. ეს ყოველივე ქმნის ბაგრატიონი-1882- ის სახეს. დღეს კომპანიის მიერ გაწეული ინვესტიციები წარმოებასა და ტექნოლოგიებში საშუალებას აძლევს ბაგრატიონი 1882-ს აწარმოოს ცქრიალა ღვინო როგორც ტრადიციული მეთოდით, რომელიც თავდაპირველად იყო გამოყენებული შამპანიურის წარმოებაში, ასევე შარმატ(რეზერვუარული შამპანიზაციის) მეთოდით, რათა შექმნას ცქრიალა ღვინის ფართო არჩევანი სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანებისათვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული