Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

10 რჩევა ღვინის დეგუსტაციისას

ალბათ ყველასთვის ღვინის დეგუსტაცია მშვენიერი და სასიამოვნო გამოცდილებაა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი მეგობრებთან ერთად მიდიხართ ღვინის გასასინჯად. სტატიაში ავტორი იმ რჩევებზე საუბრობს, რომლებიც სტუმარს ღვინის დეგუსტაციისას მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში დაეხმარება. 

პირველ რიგში, ესაუბრეთ მეღვინეებსა და ტუროპერატორებს სწორი ინფორმაციის მისაღებად. მაშინაც კი, თუ თქვენთვის რთულია ღვინის ყველა გემური თვისებისა და მახასიათებლის აღწერა, მაინც შეგიძლიათ განსაზღვროთ მოგწონთ თუ არა ესა თუ ის ღვინო. თუ ასეა, შეიტყვეთ მეტი ღვინის წარმოების, ჯიშებისა და ისტორიის შესახებ, შეკითხვის დასმა კი არასოდეს მოგერიდოთ. 

მიუხედავად იმისა, გიდთან ერთად იმყოფებით ექსკურსიაზე თუ მარტო ხართ, მუდამ გახსოვდეთ, რომ ყველა მეღვინე სიამოვნებით გაგიზიარებთ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას. თქვენც მოიმარჯვეთ ბლოკნოტი და იმ ღვინოებთან ერთად, რომლებიც ძალიან მოგეწონათ, ჩაინიშნეთ ის პატარა ისტორია ან განსაკუთრებული თვისება, რაც ამ ღვინოს დამახასიათებელია და მის თავს შეგახსენებთ. ასეთი პატარ-პატარა “შეხსენებები” არ დაგავიწყებთ ღვინოს და გაგახსენებთ იმასაც, თუ რამ გამოიწვია თქვენში აღტაცება მისი დაჭაშნიკებისას. 

შეგიძლიათ ღვინის ბოთლს ან ეტიკეტს ფოტოც გადაუღოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ის ღვინის დეგუსტაციის შემდეგ არ დაგავიწყდებათ. 
მეღვინეებს ღვინის ისტორიებთან ერთად ისიც ჰკითხეთ, სად მიირთვათ მათი ღვინო და რომელ რესტორანს გირჩევენ თავიანთ რეგიონსა თუ ქალაქში. ამით უკეთ იპოვოთ იმ გემრიელ კერძებს, რომლებიც ღვინოებსაც უკეთ გაგაცნობთ და
იმ რეგიონსაც, რომელსაც ესტუმრებით.

შემდეგი რჩევა, რომელსაც ავტორი გვთავაზობს, არის ის, რომ სხვადასხვა ღვინის დეგუსტაციებს შორის არ ავჩქარდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ აქ სიამოვნების მისაღებად მოხვედით. არ იჩქაროთ, შეეცადეთ ყველა ღვინოს დაუთმოთ დრო და გემრიელად მიირთვათ. გახსოვდეთ, რომ ღვინის დეგუსტაციასა ან ფესტივალს თქვენი დღის ერთი მესამედი მაინც უნდა დაუთმოთ. აქ თქვენ ხალხს გაიცნობთ, მეღვინეებსა და გიდებს, რომლებიც სიამოვნებით დაგაკვალიანებენ და ბევრსაც გესაუბრებიან ღვინოზე. 

გარკვეული დრო ღვინის არჩევასაც უნდა დაუთმოთ. თქვენი ღვინის დეგუსტაციის ტური მაქსიმალურად ამოწურეთ და ნელ-ნელა იმ გემოსაც მიაგნებთ, რომელიც თქვენთვის იდეალურია.

მნიშვნელოვანი რჩევაა ის, რომ არ შემოიფარგლოთ იმ ღვინოებით, რომლებიც თქვენთვის უკვე ნაცნობია. ნაცნობი ღვინოების გასინჯვისას თქვენ იმ უნიკალურ ან იშვიათ ღვინოებს გამოტოვებთ, რომლებიც აქამდე არ გაგისინჯავთ. სცადეთ ახალ-ახალი არომატები და გემოები, დიდი შანსია იმას მიაგნოთ, რასაც თქვენდაუნებურად დიდი ხანია ეძებდით. 
გახსოვდეთ, რომ თუ თეთრი ღვინის ხასიათზე ხართ, ერთი წითელი მაინც უნდა გასინჯოთ, თუ ტკბილ ღვინოებს არჩევთ, მშრალი არ გამოგრჩეთ, რადგან შინ დაბრუნებისას არ ინანოთ, რომ მეტი ღვინის გასინჯვის შანსი გქონდათ და ეს შანსი ხელიდან გაუშვით. 

ღვინის დეგუსტაციამდე გემოებისა და არომატების მიმართ სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ დაისხათ სუნამო, არ ესტუმროთ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრ სხვადასხვა სურნელს გაიგებთ. ეს თქვენს აღქმასა და მგრძნობელობას დააქვეითებს. მოერიდეთ ყავის, ხილის, პიტნის საღეჭი რეზინისა ან კანფეტის მირთმევას, ასევე სიგარეტს, სიგარასა და ძლიერ, მძაფრ ტკბილ არომატებსაც. 

გახსოვდეთ, რომ დეგუსტაციაზე კომფორტულად იყოთ. ჩაიცვით მსუბუქი ტანსაცმელი და რბილი ფეხსაცმელი, რათა ვენახებში სიარულისას არ იფიქროთ არაფერზე, გარდა ღვინისა. მოერიდეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ღვინის ფესტივალზე და თან იქონიეთ ქუდი და სათვალე, რადგან თუკი ფესტივალი ან დეგუსტაცია ღია სივრცეში ტარდება, მზე აუცილებლად შეგაწუხებთ.

მნიშვნელოვანია, ღვინო ისეთ დროს შეიძინოთ, რომ საბარგულში, დახურულ მანქანასა და სიცხეში დიდხანს ყოფნა არ მოუწიოს. დღის ბოლოს კი საუკეთესო დასასრული გემრიელი ვახშამი იქნება ერთ ბოთლ თქვენს ახალაღმოჩენილ ღვინოსთან ერთად, რომლითაც, დარწმუნებული იყავით, თუ ზემოთხსენებულ რჩევებს გაითვალისწინებთ, ძალიან ისიამოვნებთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული