Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფესტივალი "მარნეული - ვაზის აკვანი" - ქართული ღვინის კვირეულის პირველი დღე

დღეს, 29 სექტემბერს 12:00 საათზე, ქალაქ მარნეულში, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, „მარნეული - ვაზის აკვანი“ იმართება. ფესტივალი "ქართული ღვინის კვირეულის" ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალზე სტუმრებისთვის მოეწყობა პრეზენტაცია „მარნეული - ვაზის აკვანი“ (მომხსენებელი ეროვნული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი, მინდია ჯალაბაძე). წარმოდგენილი იქნება ეთნოგრაფიული ექსპონატები, მათ შორის უძველესი ყურძნის წიპწები, რაც ადასტურებს საქართველოში მეღვინეობის რვაათასწლოვანი ტრადიციის უწყვეტობას. ფესტივალის მსვლელობის დროს საწნახელში დაიწურება ყურძენი, თათარა მოდუღდება და ჩურჩხელები ამოივლება, ანსამბლ „ჰუჯაბის“ მიერ შეასრულებული ფერხულის სიმღერის, „საწნახლური“-ს თანხლებით. სტუმრებს მიეცემათ ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა. გაიმართება შეჯიბრი ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება ჩატარდება მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ფესტივალი 12 დან 16:00 საათამდე გაგრძელდება, დასწრება თავისუფალია.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2017

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.