Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანული ღვინო - ინტერვიუ Ridgeview-ს მეღვინე საიმონ რობერტთან

საიმონ რობერტსი, რომელიც Ridgeview-ს მეღვინეობას უკვე 27 წელია მართავს, ბრიტანულ ჟურნალს ინგლისური ღვინისა და ინოვაციების შესახებ ესაუბრება.  Ridgeveiw ბრიტანეთის ცქრიალა ღვინის ერთ-ერთი პირველი მარანია. ის მაიკ და კრისტენ რობერტებმა ჯერ კიდევ 1995 წელს დაარსეს, როცა სამხრეთ ინგლისის პოტენციალი შეამჩნიეს ცქრიალა ღვინის წარმოებისთვის. ყოველწლიურად 25000 ბოთლის წარმოებიდან ნელნელა ნახევარ მილიონ ბოთლის ჩამოსხმამდე მივიდნენ.  2018 წელს Ridgeview-მ წლის საერთაშორისო მეღვინის უმაღლესი აღიარება დაიმსახურა. როგორც ვკითხულობთ, მარნის ღვინოები წარმოდგენილი იყო დედოფლის 80 წლის იუბილეს აღსანიშნ სუფრაზე და ბუკინგემის სასახლეში სამეფო ღონისძიებებზე. Square Mile საიმონ რობერტთან ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს.

- როდის იყო თქვენი პირველი შეხება ღვინოსთან?

- დაახლოებით 16 წლის ასაკში. პირველად, როგორც მახსოვს, ბურგალური ღვინო გავსინჯე, თუმცა პირველი ღვინო, რომელიც გულწრფელად შემიყვარდა, ეს იყო ახალზელანდიური ცქრიალა, Pelorus by Cloudy Bay-ის პირველი გამოშვება. 

- და რაც შეეხება შამპანურს?

- ჩემთვის ძალიან გამორჩეული იყო De Venoge-ს შამპანური, რომელიც მამაჩემს უყვარდა ძალიან. თუ სწორად მახსოვს, ეს 1983 წლის ღვინო იყო, რომელიც მამამ თავის დროზე თითქმის ყველა თანამშრომელს ჩამოურიგა. ერთ-ერთ შობას, ვახშმის წინ ერთი ჭიქა გავსინჯე და გავიფიქრე, რომ წარმოუდგენელი გემო ჰქონდა. 

- იყო თუ არა კონკრეტული მომენტი, როდესაც გადაწყვიტეთ, რომ საოჯახო ბიზნესში უნდა ჩართულიყავით?

- კი, იყო. კოლეჯი ახალი დამთავრებული მქონდა, როცა მამამ ზაფხულში ვენახში ჩასვლა და დახმარება მთხოვა, მეც დავთანხმდი. იქამდე ტრაქტორშიც კი არ ვმჯდარვარ და მეურნეობაშიც არაფერი გამეგებოდა. ერთ-ერთ დილას კი მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარდა.

- როგორი გამოცდილება იყო Plumpton College თქვენთვის?

- ეს, ალბათ, ჩვენს ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სასწავლო დაწესებულებაა. როცა იქ ვსწავლობდი თავდაპირველად კურსზე ჩემ გარდა მხოლოდ ორი ადამიანი იჯდა, თუმცა თანდათან განვითარდა, გაფართოვდა. ახლა მათ მოქმედი ღვინის საწარმო აქვთ და ბრიტანულ ღვინის ინდუსტრიაშიც ნამდვილად შეაქვს წვლილი. 

- როგორ შეიცვალა ინგლისის ღვინის ინდუსტრია მას შემდეგ, რაც თქვენ ჩაერთეთ და ღვინის წარმოება გადაწყვიტეთ?

- გულწრფელად რომ ვთქვა, საკმაოდ შეიცვალა. როცა მუშაობა დავიწყე ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში იმდენად განუვითარებელი იყო, რომ ყველა ერთმანეთს იცნობდა. იყო მხოლოდ კოლექტიური განცდა იმისა, რისი მიღწევაც ყველას ერთად გვსურდა. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა Nyetimber-ისა და Chapel Down-ის თავდაპირველ დამფუძნებლებთან, ვვითარდებოდით ასე თუ ისე კარგად დამკვიდრებულ ბრენდებთან და მათგან ბევრს ვსწავლობდით. ჩვენთან ღვინის სფერო ჯერ კიდევ საკმაოდ მცირეა გლობალურად, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ მაშინ, როცა მეღვინეები ერთად მუშაობენ, ერთმანეთს ავითარებენ და ეხმარებიან.

- როგორი იყო თქვენთვის წლევანდელი, 2022-ის მოსავალი?

- წლევანდელ მოსავალზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას. იმის გამო, რომ საკმაოდ ცხელი და მშრალი ზაფხული გვქონდა მოსავლიანობა ოდნავ შემცირდა, რადგან, ცხადია, წვიმა ნაყოფის დამწიფებისთვისაცაც აუცილებელია. წელს ეს ნაკლებად იყო, ამიტომაც მოსავალიც იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე ჩვენ ვვიმედოვნებდით. თუმცა, მეორე მხრივ, რახან ძალიან ცხელა, ნაყოფის კომპლექსურობა და ხარისხი გამაკვირვებელია. ამ მოსავალს ამა თუ იმ მიზეზით ბევრი გამოწვევა ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ შესანიშნავი ხარისხი მივიღეთ.

- მუშაობთ რაიმე ახალ ჯიშებსა ან ღვინოებზე?

- ძალიან მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ, რომ 2009 წლის შემდეგ პირველად გამოვუშვით ხელახლა შეზღუდული რაოდენობის Sparkling Red Reserve NV და ეს, ბუნებრივია, ძალიან ამაღელვებელი ამბავია ჩვენთვის.

- მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი ყურძნისგან დაწურული ღვინის დალევა რომ შეგეძლოთ, რომელ ვაზის ჯიშს აირჩევდით და რატომ?

- პინო ნუარს, უპირობოდ. ეს ჩემი საყვარელი ჯიშია, რადგან ძალიან ბევრი სახეობის დაყენებაა შესაძლებელი მისით. მიირთმევთ Blanc de Noir-ს ცქრიალა ღვინოს, შემდეგ კი ბურგუნდიულს, არის კი მეტი საჭირო?

- რომელია თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი ღვინო?

- ჩვენი მარნიდან, გულწრფელად რომ ვთქვა, განსაკუთრებით მიყვარს მუხის კასრში დავარგებული ღვინოების მარაგი. ისე კი, ჩემი საყვარელია კალიფორნიული, ლეგენდარული მეღვინის, ჯიმ კლენდენენის ღვინო Au Bon Climat და ყველაფერი, რაც კი მას ოდესმე დაუყენებია. 

მარანი და Ridgeview-ს ღვინოები შეგიძლიათ დაათვალიეროთ მათ საიტზე, ridgeview.co.uk.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.