Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ახლა უფრო ხშირად იყენებენ ქართველები კლასიკურ ტექნოლოგიას, რაც ღვინის იმ უნიკალურ გემოს ცვლის” - advantour ქართულ ღვინოზე

Advantour საქართველოს შესახებ წერს, ახასიათებს ქართულ ჯიშებს და მკითხველს ქართული ღვინის ტექნოლოგიების შესახებაც უამბობს: "საქართველო და ღვინო ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ნებისმიერი ტურისტული გზამკვლევი აუცილებლად შეგახსენებთ ქართული ღვინის დაჭაშნიკების მნიშვნელობას ქვეყანაში მოხვედრისას".

ავტორი განმარტავს, რომ ქართული ღვინის განსაკუთრებულობა პირველ რიგში ვაზის ჯიშებიდან მომდინარეობს: "საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია ცნობილი და მათი უნიკალურობა იმაშია, რომ ისინი იმპორტირებული არ არის, არამედ ყოველთვის აქ ხარობდნენ, თავიდან ველურად და შემდეგ კი კულტივირებული სახით". 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ვაზის ჯიშებზე დეტალურად: საფერავი, მწვანე, ჩინური, რქაწითელი, ალექსანდროული და ცოლიკოური. "ამ ჯიშების უნიკალურობა და მრავალფეროვნება ქართული ღვინის თავისებურებაში გამოიხატება".

წერენ, რომ ქართული ღვინოების წარმოებისას გამოიყენება სამი ძირითადი მეთოდი: ევროპული (კლასიკური) და ქვევრის: "კახური მეთოდი გულისხმობს ყურძნის ქვევრში დატოვებას 3-6 თვის განმავლობაში, რაც ღვინოს გამორჩეულ გემოსა და სხეულს სძენს."

სტატიის მიხედვით, ქართული ღვინის მრავალფეროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ღვინოები ერთი ვაზის ჯიშიდან იწურება ან სხვადასხვა ჯიშის კომბინაციით. ხაზს უსვამს იმასაც, რომ ქვევრის გამოყენება თანდათანობით იცვლება უჟანგავი ავზებით, რაც პრაქტიკულია, მაგრამ ამ ცვლილებას აქვს გავლენა ღვინის გემოზე. 

საინტერესო ფაქტებს შორის ავტორი აღნიშნავს, რომ "საფერავი" ნიშნავს, რაც ფერს აძლევს ან ღებავს და ეს ჯიში ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოს აწარმოებს: "ახლა, როდესაც ღვინო საქართველოში სრულად განვითარებული, მიმზიდველი ნაწილი გახდა საქართველოსი, ღვინის ტურების პოპულარობა იზრდება. ყველაზე პოპულარული ადგილი ღვინის ტურებისთვის არის კახეთი, რომელიც ცნობილია თავისი მრავალრიცხოვანი ღვინის საწარმოებით და მრავალფეროვანი ღვინოებით."

სტატიის ბოლოს ავტორი აღნიშნავს, რომ ღვინის დეგუსტაცია საუკეთესო საშუალებაა ქართული ღვინოების გასაცნობად, საქართველოს ბუნების და არქიტექტურის სილამაზის შეგრძნებით. სექტემბერში, რთველისას კი ღვინის ტურები და საქართველო განსაკუთრებით ლამაზი და საინტერესოა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული