Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილეები გამოვლინდა

ქეთო ნინიძე

ახალი ღვინის ფესტივალის საოჯახო მარნების შესარჩევი ეტაპი დასრულდა. წელს ფესტივალში საოჯახო მარნების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენილი იქნება 55 მწარმოებლის 72 დასახელების ღვინო კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და რაჭიდან. ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ. 

25 აპრილს „საქართველოს ღვინის კლუბის“ ორგანიზებით, მცხეთის რ-ნის სოფ. ჩარდახში, იაგოს მარანში, ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე საოჯახო მარნების შესარჩევი დეგუსტაცია გაიმართა. თერთმეტკაციანმა მაღალკვალიფიციურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო ენოლოგებით, მეღვინეებით, მევენახეებით, ღვინის მწერლებითა და ენთუზიასტებით, ფესტივალისთვის დარეგისტრირებული 110 ღვინიდან უმეტესობას დადებითი შეფასება მისცა. კომისიის წევრები იყვნენ: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი - გოგა თევზაძე, „საქართველოს ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი - მალხაზ ხარბედია, ახალი ღვინის ფესტივალის დირექტორი - იაგო ბიტარიშვილი, ენოლოგები - კახა ჭოტიაშვილი, ნიკოლოზ ნატროშვილი, ვანო შიუკაშვილი, მიხეილ მესხი, ჟურნალისტი, ღვინის მწერალი - ალეკო ცქიტიშვილი, ღვინის კლუბის წევრები და ღვინის ენთუზიასტები - ვანო სტეფანაშვილი და ავთანდილ კობახიძე. 

„საქართველოს ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია აღნიშნავს, რომ საოჯახო მარნების მიერ გასულ წელს წარმოდგენილ ნიმუშებთან შედარებით წლევანდელ ღვინოებში ხარისხი, შედარებით, მაღალია. გარდა ამისა, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ქვევრის ტრადიციულ მეთოდს. გამოიკვეთა საკმაოდ აქტუალური და ტიპური პრობლემებიც, რომელთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია ღვინის წარმოების პროცესში ჰიგიენის ნორმების დაცვასთან. მალხაზ ხარბედიას თქმით, პრობლემების აღმოჩენისას კომისიის მიდგომა, შესაძლოა, ოდნავ ლიბერალური იყო, მცირედი პრობლემების მქონე ღვინოებმა, ძირითადად, გაიარეს შესარჩევი ეტაპი. თუმცა ხშირ შემთხვევაში ღვინო იხსნებოდა დეგუსტაციიდან, მაგალითად, თუკი ღვინოში რომელიმე დაავადება ცხადად იჩენდა თავს, ანდა თუკი ისეთი ჯიშების სახელით, როგორიც არის საფერავი, ან ალადასტური, წარმოდგენილი იყო ჰიბრიდული ღვინო, ასეთი ღვინო იხსნებოდა დეგუსტაციიდან; ხარბედიას თქმით, ახალი ღვინის ფესტივალის დასრულებიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში „საქართველოს ღვინის კლუბი“ სპეციალურ შეხვედრას მოაწყობს იმ მწარმოებლებთან, რომლებმაც შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახეს. განხილული იქნება როგორც ცალკეული ღვინოები, ასევე, ზოგადი პრობლემები, რომლებიც დეგუსტაციაზე გამოიკვეთა. 

რეგისტრირებული ღვინოების უმეტესობას თეთრები წარმოადგენდა, რომელთა შორის ჭარბობდა რქაწითელი, კახური მწვანე, ჩინური და ცოლიკოური, წითლებიდან კი - უმეტესად, საფერავი და თავკვერი. გამოიკვეთნენ ახალი ღვინის ფესტივალის სტაბილური მონაწილეები - მერაბ მირცხულავა, გოგი დვალიშვილი, გიორგი რევაზაშვილი და სხვები. ის ღვინოები, რომლებმაც გადალახა შესარჩევი ეტაპი, წარმოდგენილი იქნება ახალი ღვინის ფესტივალზე, 9 მაისს, დედა ენის ბაღში, საოჯახო მარნების სივრცეში. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ახალი ღვინის ფესტივალი მეექვსედ გაიმართება. მასში საოჯახო მარნების (55 სუბიექტი) გარდა, მონაწილეობას იღებს ღვინის დიდი კომპანიები, მცირე მწარმოებლები, ასოციაციები და სხვა ორგანიზაციები (60-მდე სუბიექტი) - სულ 120-მდე სუბიექტი. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ უკვე დაწყებულია კინორეჟისორ ლევან კიტიას ფილმის ცალკეული ეპიზოდების გადაღებები ფესტივალის შესახებ, რომელიც ასახავს ღონისძიების ისტორიას დაარსებიდან დღემდე. ფილმი მალე წარდგება ფართო საზოგადოების წინაშე. 

გთავაზობთ ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და საოჯახო მარნების სრულ ჩამონათვალს, რომლებიც 2015 წლის 9 მაისს წარმოდგენილნი იქნებიან ახალი ღვინის ფესტივალზე, დედა ენის ბაღში:

ღვინის კომპანიები და მცირე მწარმოებლები:

1.    ავთანდილ ბედენაშვილის მანუფაქტურა კარდენახი
2.    ასკანელი ძმები

3.    ასოციაცია ქვევრის ღვინო
• ალექსი ციხელიშვილის მარანი
• ამირან ვეფხვაძის მარანი
• არჩილ გუნიავას მარანი
• ბექა გოცაძის მარანი
• ზაზა დარსაველიძის მარანი
• იბერიელი
• კახა ბერიშვილის მარანი
• მანდილი
• მარიამ იოსებიძის მარანი
• ნიკა ბახიას მარანი
• ნიკოლაძეების მარანი
• ნიკი ანთაძის მარანი
• ჩვენი ღვინო

4.    ბაბანეურის მარანი

5.    ბაგრატიონი
6.    გიუაანი
7.    დერგი
8.    დუგლაძეების ღვინის კომპანია
9.    ვაზიანი კომპანი
10.    ვაზი+
11.    V&D უსახელოურის მარანი
12.    თბილღვინო
13.    თელიანი ველი
14.    თემი
15.    იმერული ღვინის კომპანია
16.    კახური, შპს
17.    კახური ტრადიციული მეღვინეობა, შპს
18.    კეროვანი
19.    კორპორაცია ქინძმარაული
20.    ლეთრე
21.    ლუკასი
22.    მანაველი
23.    მეღვინეობა ხარება
24.    ნაოტარი
25.    ნაოტრები
26.    ნიკალას მარანი
27.    ოქროჯგუფი
28.    პეტრიაანთ მარანი
29.    პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები
30.    საგვარეულო მარანი
31.    საწნახელი
32.    სიმონ ჩხეიძის მარანი
33.    სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
34.    სტორი
35.    ტიფლისსკი ვინნი პოგრებ
36.    უსახელოურის ვენახები
37.    ღვარძელაშვილის მარანი
38.    ღვინის აკვანი 
39.    ღვინის ტურიზმის ასოციაცია
40.    შალვინო
41.    შატო თელავი
42.    შუმი
43.    ხოხბის ცრემლები
44.    ჯაყელების ორგანული ღვინო და ვენახები
45.    Drujba

 

 

საოჯახო მარნები:

თბილისი

1.    სოლომონ თეთრაშვილი
ღვინო: რქაწითელი

2.    გიორგი ჩიხორია
ღვინო: რქაწითელი

3.    ვახტანგ მაჭარაშვილი 
ღვინო: რქაწითელი

4.    ნუკრი რევიშვილი 
ღვინო: რქაწითელი
ღვინო: კრახუნა

კახეთი

5.    ზაზა ბახსოლიანი
ღვინო: რქაწითელი
ღვინო: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი

6.    გიგა ლოლაძე
ღვინო: მუსკატური რქაწითელი

7.    ზურაბ ზატუაშვილი
ღვინო: რქაწითელი და კახური მწვანე

8.    როსტომაანთ მარანი
ღვინო: რქაწითელი

ღვინო: საფერავი

9.    მერაბ მირცხულავა
ღვინო: საფერავი
ღვინო: თავკვერი
ღვინო: შავკაპიტო
ღვინო: რქაწითელი - მწვანე კახური
ღვინო: რქაწითელი

10.    დავით კაპანაძე
ღვინო: რქაწითელი
ღვინო: მწვანე

11.    ვასილ  ნიკოლაშვილი
ღვინო: საფერავი

12.    ალექსანდრე კვერნაძე
ღვინო: საფერავი
ღვინო: ასურეთული შავი

13.    ბიჭიკო  ქოქიაშვილი
ღვინო: რქაწითელი

14.    ლევან ზურაშვილი
ღვინო: რქაწითელი 

15.    გივი  თავთეთრიშვილი
ღვინო: საფერავი

16.    მიხეილ მაძღარაშვილი 
ღვინო: კახური მწვანე 

17.    იოსებ ოქრომჭედლიშვილი
ღვინო: საფერავი

18.    პეტრე  ბეწუკელი 
ღვინო: რქაწითელი 

19.    ერეკლე ლოლაძე 
ღვინო : საფერავი მუკუზანი
ღვინო: საფერავი ხაშმი
ღვინო: კახური მწვანე

20.    ელგუჯა გოდერძიშვილი
ღვინო: რქაწითელი

21.    პავლე თავაძე 
ღვინო: ხიხვი 

22.    ვახტანგ ბერუაშვილი
ღვინო: ქისი
ღვინო: ხიხვი 

23.    გოჩა ღულელაური
ღვინო: კახური მწვანე, რქაწითელი, ქისი ხიხვი

24.    გიორგი ჩეკურიშვილი 
ღვინო: რქაწითელი, მწვანე

25.    ბექა გრემელაშვილი, დავით გრემელაშვილი
ღვინო: რქაწითელი (მწვანე 25%)

26.    ნოდარ ჭიჭაშვილი 
ღვინო: საფერავი 

27.    გიორგი ოღრაპიშვილი 
ღვინო: საფერავი 

28.    მიხეილ დაბაისელი 
ღვინო: საფერავი 

29.    ალექსი ჭანკოტაძე
ღვინო: რქაწითელი 

30.    გიორგი გაჩეჩილაძე
ღვინო: ქისი, რქაწითელი 

31.    ქეთევან დუშუაშვილი 
ღვინო: საფერავი

32.    ლაშა ჯანელიძე 
ღვინო: მანავის მწვანე

33.    ბესიკ ფირცხელიანი 
ღვინო: ქისი, რქაწითელი 

34.    მამუკა ტერტერაშვილი
ღვინო: მწვანე რქაწითელი

35.    თამაზ სარიშვილი 

ღვინო: რქაწითელი, მწვანე

36.    ალექს ბარდანაშვილი 
ღვინო: რქაწითელი

37.    გიორგი გოგიჩაიშვილი
ღვინო: რქაწითელი, მწვანე (გაფილტრული)
ღვინო: რქაწითელი, მწვანე (გაუფილტრავი)

38.    ვაჟა კასრელიშვილი 
ღვინო: საფერავი 

ქართლი

39.    გიორგი რევაზაშვილი
ღვინო: ატენური

40.    თამაზ ალავიძე, გურამ ავქაფიშვილი
ღვინო: რქაწითელი

41.    ავთანდილ დარახველიძე
ღვინო: ჩინური
ღვინო: თავკვერი    

42.    ალექსანდრე ბერუაშვილი
ღვინო: ჩინური

43.    ივანე მაღლაფერიძე
ღვინო: ჩინური (ქვევრის)

44.    ივანე რამაზაშვილი
ღვინო: ჩინური

45.    გოგი დვალიშვილი
ღვინო: ატენური, ჩინური, გორული მწვანე

46.    გიორგი კუბლაშვილი
ღვინო: ჩინური

47.    ბექა ასლანიშვილი
ღვინო: ჩინური

48.    გიორგი ლაცაბიძე 
ღვინო: შავკაპიტო

49.    რეზო ვასაძე 
ღვინო: თავკვერი
ღვინო: რქაწითელი
ღვინო: საფერავი 
ღვინო: კახური მწვანე 

50. ილია თიგიშვილი
ღვინო: ჩინური

იმერეთი

51.    ზურაბ ღვალაძე
ღვინო: ცოლიკოური
ღვინო: ციცქა-ცოლიკოური

52.    ბაია აბულაძე
ღვინო: ცოლიკოური-ციცქა

53.    სევერიანე ღამბაშიძე
ღვინო: ცოლიკოური

რაჭა

54.    კახაბერ ვახტანგაძე
ღვინო: რაჭული თეთრა 

55.    შორენა პატარიძე
ღვინო: მუჯურეთული, ალექსანდროული 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული