Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შოტლანდიური საშობაო ნამცხვარი

საჭირო მასალა: 450 გ ქიშმიში, 1 ჭ. შოტლანდიური ვისკი, 100 გ ალუბლის, ლიმონისა და ფორთოხლის ცუკატები, 200 გ კანგაცლილი, დაფქული ნუში, 200 გ დარბილებული კარაქი, 175 გ ყავისფერი შაქარი, 10 გ ვანილის შაქარი, 2 ს.კ. დაფქული მიხაკი, დარიჩინი, ჯავზი და ჯანჯაფილი, მწიკვი მარილი, 5 კვერცხი, 150 გ ფქვილი, 1 სავსე ს.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი, 340 გ ფორთოხლის ჯემი.

მომზადება: 26 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ცოტა ფქვილი. 0,5 ჭიქა ვისკი შევათბოთ, ჩავყაროთ შიგ ქიშმიში და მთელი ღამე გავაჩეროთ. ლიმონის, ფორთოხლისა და ალუბლის ცუკატები წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ 100 გ დაფქული ნუში, კარაქი, შაქარი, ვანილის შაქარი, სანელებლები და მარილი. ეს მასა 10 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ. სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები. ფქვილი, 100 გ დაფქული ნუში და გამაფხვიერებელი ავურიოთ ჯამში. დავუმატოთ ქიშმიში და ცუკატების მასა. ცომი მოვათავსოთ ფორმაში და 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში ვაცხოთ, შემდეგ გამოვიღოთ ღუმლიდან და დავჩხვლიტოთ. 120 გ ჯემი და 5 ს.კ. ვისკი ავურიოთ და შევათბოთ, გავატაროთ საცერში და წავუსვათ ნამცხვარს. 220 გ ჯემი და 3 ს.კ. ვისკი ცალკე შევათბოთ და საცერზე გავატაროთ. ნამცხვარს ეს მასა სქელ ფენად წავუსვათ და მთელი ღამე გავაჩეროთ, რომ კარგად გაუჯდეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული