Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არგენტინა - ახალი სამყაროს მნიშვნელოვანი ღვინის ქვეყანა

არგენტინაში ღვინის ინდუსტრია 1900-იანი წლებიდან იწყება, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, არგენტინა ახლა მსოფლიოში მე-8 ყველაზე მნიშვნელოვან ღვინის მწარმოებელ ქვეყანად ითვლება. 1990-იან წლებში ექსპორტის ზრდამ ინდუსტრია აღადგინა, არგენტინულმა მალბეკმა კი საერთაშორისო ბაზარზე დიდი ინტერესი გამოიწვია, ნელ-ნელა მალბეკი კიდევ უფრო მეტად დაფასდა და თანამედროვე ღვინის სამყაროში მენდოსა ღვინის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რეგიონადაც იქცა. არგენტინული მალბეკისთვის დამახასიათებელია ნათელი და ინტენსიური, ყვავილოვანი ნოტები და მუქი ხილის არომატი. 

არგენტინული ღვინის სამი მეოთხედი მენდოსაში იწარმოება. გარდა ამისა, Mendoza Malbec ქვეყანაში წარმოებული მალბეკის 85 პროცენტს შეადგენს.

ქვეყანაში გავრცელებულია კაბერნე სოვინიონის , შარდონესა და ბონარდას ვაზის ჯიშები. არგენტინა, რომელიც 2,8 მილიონ კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული სიდიდით მეორე ქვეყანაა სამხრეთ ამერიკაში. საკმაოდ მრავალფეროვანი ბუნებაა, დასავლეთით ანდების კლდოვანი მწვერვალები,  აღმოსავლეთით კი ნაყოფიერი პამპასის დაბლობები, თუმცა ვენახების უმეტესობა ანდების მთისწინეთშია გაშენებული.

მენდოსა

ღვინის რეგიონებიდან, მენდოსა, უდავოდ, ყველაზე დიდი და ცნობილი რეგიონია ქვეყანაში, აქ წარმოებული ღვინო ხშირად ღვინის ექსპერტების მოწონებას იმსახურებს. მენდოსაში  უდაბნოს პეიზაჟები და მაღალი მთები ერთადაა და ძალიან საინტერესო ტერუარში, არომატულ, ინტენსიურ წითელ ღვინოებს აწარმოებენ .

მენდოსას რეგიონში ვენახები ზღვის დონიდან 1500 მეტრს აღწევს. აქ, მზის რადიაციის მაღალი დონე და ტემპერატურის ცვალებადობა ქმნის ხანგრძლივ, ნელი სიმწიფის პერიოდს, რაც ყურძენში დაბალანსებულ შაქარს და მჟავიანობას იწვევს.

ჩრდილოეთ რეგიონები

ჩრდილოეთით კიდევ უფრო მაღალზე სალტასა და კატამარკას რეგიონებია . მსოფლიოში საუკეთესო ვენახი, რომელიც ეკუთვნის ბოდეგა კოლომეს (Bodega Colomé) მოლინოსში, მდებარეობს 3000 მეტრზე. უფრო მაღლა, ვიდრე წმინდა ელენეს მთის მწვერვალი. დაბალი განედებით (22°N-დან 28°N) არგენტინის ეს კუთხე - ბევრად უფრო ახლოს არის ეკვატორთან, ვიდრე ევროპის ნებისმიერი ღვინის რეგიონი. აქ მოჰყავთ არგენტინის არომატული თეთრი ყურძენი ტორონტესი (Torrontés) , რომლისგანაც მზადდება ინტენსიური  ყვავილების არომატებით სავსე თეთრი ღვინო.

არგენტინაში ასევე არის ღვინის ისეთი რეგიონები, რომლებიც უფრო ახლოს ატლანტის ოკეანის სანაპიროსთანაა, ვიდრე ანდების მაღალ მწვერვალებთან. პატაგონია, ქვეყნის სამხრეთით, ორი რეგიონის სამშობლოა: რიო ნეგროსა და ნეუკენის (Neuquen), რომელთა ცივი პირობები პინო ნუარისთვის იდეალურია.

სან ხუანის ღვინის რეგიონი

სან-ხუანის პროვინცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის რეგიონია, რომელიც მენდოსას რეგიონს ესაზღვრება. სან-ხუანი კიდევ უფრო ცხელი და მშრალია, რის გამოც იგი შირაზისთვის იდეალურ ადგილად ითველბა. 

Casa Monte სან-ხუანის რეგიონში ტულუმის ხეობაში მდებარეობს. ღვინის საწარმო ეკუთვნის მონტეს ოჯახს, რომელიც სან-ხუანის ზონაში პატივსაცემ ოჯახად მიიჩნევა. თუ ამ რეგიონში მოხვდებით, Casa Montes, როგორც wine insider მოგვითხრობს, აუცილებლად უნდა ესტუმროთ. 

სალტას ღვინის რეგიონი 

სალტა არგენტინის ახალი ღვინის რეგიონია. მდებარეობა და ძალიან მაღალზე გაშენებული ვენახები ქვეყნის ყველაზე ექსტრემალურ რეგიონად აქცევს სალტას. აქ ხშირადაა ცივ ღამეები და მზიანი დღეები. ღვინო ძირითადად მაღალმჟავიანია. ღვინის წარმოების ძირითადი ნაწილი არის კაფაიატეში (Cafayate).

არგენტინას მევენახეობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, ღვინოს აქ 1500-იანი წლებიდან თავდაპირველად ესპანელი მისიონერები ამზადებდნენ. ბოლო დრომდე არგენტინული ღვინოები იყო მხოლოდ შიდა წარმოებისთვის, ძირითადად კი ამ მაღალმოსავლიანი ჯიშებს იყენებდნენ: Criolla Grande და Cereza.

თუმცა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ღვინის მწარმოებლებმა ხარისხის დონე მნიშვნელოვნად აამაღლეს და საერთაშორისო საექსპორტო ბაზარზე გაიტანეს პროდუქტი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული