Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალექს ფიცხელაური, ლექსოს მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (31)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

–  ჩვენი საოჯახო მარანი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ფუნქციონერებს. მარნის მოწყობა ლექსო პაპას უკავშირდება და მისი ხელით არის ქვევრები ჩალაგებული, ტრადიციულად ყურძენს ყოველთვის ქვევრებში ვწურავდით. ღვინის დაყენების და ქვევრების მოვლის პროცესი ბავშვობიდან ჩემს თვალწინ ხდებოდა, მეც პაპას მოსახელე ვარ და პაპა ყოველთვის ცდილობდა მარნის საქმიანობაში გვერდში დავეყენებინე.

  – ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

–  რამდენიმე წლის წინ ალავერდში გავსინჯე ჭაჭაზე დავარგებული ქვევრის ღვინო და გადავწყვიტე მეც ისევე დამეყენებინა. 2015 წელს ერთ ქვევრში დავწურე რქაწითელი კახური ტრადიციული მეთოდით და დავლუქე სრულ ჭაჭაზე. გაზაფხულზე გავხსენი და ჩამოვასხი ბოთლში. ასე დაიწყო ჩემი მეღვინეობა, იმავე ზაფხულს გავაფართოვე მარანი და ჩავალაგე ახალი ქვევრები, ასე შეიქმნა " ლექსოს მარანი". ჯერჯერობით გაშენებული გვაქვს რქაწითელი და კახური მწვანეს ვაზის ჯიშები, ასევე ვაპირებთ ქისის და ხიხვის გაშენებას.

   – რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

   –  ამჟამად ვაწარმოებთ რქაწითელს, კახურ მწვანეს, ქისს, ხიხვს და საფერავს, ქვევრის მშრალ ღვინოებს, კიდევ რქაწითელის და კახური მწვანის კუპაჟურ ღვინოს, რომლის ალკოჰოლურმა შემცველობამ 16%-ს მიაღწია.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა? გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

 გამოშვებული პროდუქცია ჯერ საქართველოს საზღვარს არ გაცდენია, ადგილობრივ ბაზარს მოიცავს და ვცდილობ ყველა ღვინის მაღაზიაში დავიმკვიდრო ადგილი.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

  ამ საქმეს ახასიათებს სირთულეები პირველ რიგში მევენახეობაში, ხშირ შემთხვევაში პრობლემას ქმნის უხარისხო შხამქიმიკატები. რაც შეეხება ღვინოს, ჩემი აზრით უნდა დაიხვეწოს ღვინის კანონი. უნდა გაიმიჯნოს ქვევრის ღვინო ევროპულად წარმოებული ღვინოებისგან და ჩაიწეროს განმარტება  რა შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს ღვინოს ქვევრის ღვინო.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მევენახეს, რომ რაც შეიძლება მეტი საოჯახო მარანი შეიქმნას, მევენახეს მოგების გათვლა უნდა ჰქონდეს არა ყურძნის ჩაბარებაზე, არამედ ღვინის გაყიდვაზე. ეს ყველაფერი გამოიწვევს ღვინის ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

  რაც შეეხება დამწყებ მეღვინეებს, ვურჩევდი არ შეუშინდნენ სირთულეებს და დაიწყონ ეს მადლიანი და საინტერესო საქმე, ყველაფერი ერთი პატარა ქვევრით იწყება...

 "ლექსოს მარანი"

მისამართი: ახმეტა სოფ. ახშანი.

ტელეფონი: +995 591010199

ელფოსტა: a.pitskhela@gmail.com

ფეისბუკ გვერდი: ლექსოს მარანი Lekso's Marani

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.