Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Whinyard Rocks - ჯეიმს ქინს ჯონსის ნატურალური ღვინო უელსში

უელსი იშვიათად თუ მოიაზრება ღვინის რეგიონად. კლიმატი გრილი და ნოტიოა, მეღვინეობით დიდად გამოირჩეული კი არც არასოდეს ყოფილა. პირველი კომერციული ღვინის საწარმო დაარსდა 1875 წელს, თუმცა წარმოება 1970-იან წლებამდე ძალიან მცირე იყო. 2019 წლის მონაცემებით უელსში 28 კომერციული ვენახი იყო და მხოლოდ ერთი ღვინის საწარმო არსებობდა, Ancre Hill Estates როკფილდში, მონმუთში, Wye Valley-სთან ახლოს, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. უელსში ძირითადად ის ჯიშებია გაშენებული, რომლებიც ინგლისში: Triomphe D’Alsace, Cascade, Rondo, Pinot Noir და Pinot Meunier. 

Toast Magazine უელსელ მეღვინეს, ჯეიმს ქინსს გაესაუბრა, რომელიც ნატურალურ ღვინოს აწარმოებს. 

ჯეიმს ქინსი-ჯონსი შუა უელსში, ნიუ რადნორში (New Radnor), საკმაოდ ქარიან ადგილას ცხროვრობს. როგორც თავად ყვება, მამა მეცხვარე და ფერმერი იყო. მოგვიანებით კი მეუღლესთან, სუზანთან ერთად გადაწყვიტა ეცადა, რამდენად იყო შესაძლებელი ასეთ სიმაღლეზე ცივ კლიმატში ვაზის გაშენება: “არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შემეძლო აქ დაბრუნება და ზუსტად იმავეს გაგრძელებდა, რასაც მამაჩემი საქმიანობდა. ამიტომ ვცადეთ ვაზის მოყვანა. 2017 წელს დავრგეთ ვაზი, ხუთი წლის შემდეგ კი შევძელით ღვინის ჩამოსხმა”. 

როგორც ვკითხულობთ, ჯონსებმა პეტ ნატი და ცქრიალა Col Fondo დაწურეს. ამ თვეში კი უკვე ღვინოები მათ საიტზეც იყიდება. Მარანს Whinyard Rocks ჰქვია და ჩამოსხმულია “შავ მთებზე” (Black Mountains) ჰერეფორდშირში. 

ვენახში გაშენებული აქვთ წითელი რონდო, ფენიქსი, სოლარისი, რეგენტი და ორტეგა (Ortega) - თეთრი ვაზის ჯიში, რომლის დარგვასაც, როგორც თავად ჯეიმსი ამბობს, თავიდან სულ არ აპირებდნენ. მეღვინე აღნიშნავს, რომ რახან სხვადასხვა ჯიში სხვადასხვა დროს მწიფდება, მოსავალი გრძელდება სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირამდე “ერთი კვირის შემდეგ ბოლო მოსავლის აღებიდან, როგორც წესი, ყინავს ხოლმე. სწორედ ამიტომ, რთველის სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. თუმცა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენთვის ვაზის გასხვლაა” - ამბობს სუზანი, ჯეიმსის მეუღლე.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის წევრები ადრე აქ მეცხვარეობას ეწეოდნენ, ის ახლა მეღვინეობის გზას ადგას, თუმცა ისევ იქ, იმ ადგილას, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სუზანი განმარტავს, რომ ლონდონში ცხოვრების შემდეგ რადიკალურად განსხვავებულია აქაურობა : “აქ, ნიუ რადნორში ცხოვრება ძალიან განსხვავდება ლონდონური ცხოვრების სტილისგან. ვენახთან მუშაობა კი საკმაოდ მშვიდი და გრძელვადიანი პროცესია, რომლის შედეგიც გარკვეული პერიოდის შემდეგ დგება, თუმცა, ნამდვილად ღირს.” - აღნიშნავს ის. 

Whinyard Rocks წყვილის ერთობლივი საწარმოა. სუზანი ამბობს, რომ ბევრისთვის ძალიან რთული იქნებოდა ასე იზოლირებულად ცხოვრება, თუმცა მათთვის პირიქითაა: “ჩვენთვის აქ გადმოსვლა, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დამდგარა. აქ ისე გადმოვედით, რომ თავიდანვე დარწმუნებულები ვიყავით, რა გზას დავადგებოდით და რომ აქაურობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდებოდა”

გასულ შობას სუზანმა და ჯეიმსმა პირველად დააჭაშნიკეს პეტ ნატი, რომელიც სოლარისისა და ორტეგას ნაზავითაა დაწურული. გამოირჩევა ატმისა და გარგრის არომატებით. ძალიან უხდება მაყალზე გამომცხვარ კერძებსა და პიცას. გაუფილტრავი Col Rondo კი 100% რონდოს ყურძნითაა დაწურული. ახასიათებს ხალისიანი, ახლად დაკრეფილი მაყვლისა და ჟოლოს არომატები. განსაკუთრებით უხდება მცირე, მსუბუქ კერძებს, სალათებსა და ყველის კვერებს. სტატიას Toast Magazine-ის გვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული