Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამხრეთ ლონდონში ნატურალური ღვინის წარმოებას იწყებენ

სამხრეთ ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული ნაწილი The Old Kent Road თავდაპირველად რომაელთა მარშრუტის ნაწილი იყო. მის შესახებ ინფორმაციას ჯეფრი ჩოსერის „კენტერბერიულ მოთხრობებშიც“ ვხვდებით. მოგვიანებით ადგილი ჰენრი V-სა და სხვა მონარქების ამბების ნაწილადაც იქცა. მეთხუთმეტე საუკუნის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დღეისათვის ქალაქის ეს ისტორიული ნაწილი ინდუსტრიისთვის ნაკლებად საინტერესოა, საკუთარი ბიზნესის იქ დაწყებას ძალიან ცოტა თუ ცდილობს.

წინასწარ ვერავინ იფიქრებდა, რომ აქ ნატურალური ღვინის წარმოებას წამოიწყებდნენ. თუმცა, ლონდონში უკვე კარგად ნაცნობმა მეღვინეობამ Leisure Wine ბიზნესის გაგრძელება ამ ადგილას გადაწყვიტა. პროექტი სამუელ ჯექსონ გარბუტის მიერ შეიქმნა, East London Liquor Company-ის დისტილატორ სამუელ ტრევერსისთან ერთად. იგი აქამდე ჯინის წარმოებაში იყო ჩართული.  ახალგაზრდები, რომლებიც ამ პროექტის გარშემო გაერთიანდნენ, მეღვინეობაში სრულიად გამოუცდელები არიან.

„Old Kent Road-ს რაღაც ისეთი ჰქონდა, რაც ჩვენი ბიზნესისთვის გვჭირდებოდა. ერთ-ერთი ფაქტორი შეღავათიანი ქირაც იყო, რაც ლონდონში დიდი იშვიათობაა. ასევე, ეზო დაგვჭირდა, სადაც, მაგალითად, ყურძენს გადმოვტვირთავდით.

წლების წინ კოქტეილების ბარი გვქონდა. როდესაც ახალ ბიზნესზე ვფიქრობდით, ბევრი ვარიანტი განვიხილეთ, მათ შორის ლუდიც, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ერთადერთი, რაც სინამდვილეში გვხიბლავდა, ღვინო იყო.“

ინგლისში გამოუცდელი ადამიანებისთვის მეღვინეობის წამოწყება მარტივი არაა, მითუმეტეს ლუდისა თუ სხვა ალკოჰოლური სასმლის დასამზადებლად საჭირო ნედლეულთან შედარებით, ღვინის დაყენება გაცილებით ძვირადღირებულია.

"ბევრი რამ შეიძლება გეგმის მიხედვით არ მოხდეს, როდესაც ღვინის დაყენების პროცესში მინიმალურად ერევი“, - განმარტავს ჯექსონ გარბუტი. „ყოველწლიურად მხოლოდ ერთი შანსი გვეძლევა, სექტემბერი და ოქტომბერი, როდესაც მოსავალს ვიღებთ, შემდეგ თუ რამე გაფუჭდება, მომავალ წლამდე ყველაფერი დასრულებულია.“

„ჩვენთვის ყველაზე ამაღელვებელი ესაა - ყურძენს ვწურავთ, თავიდანვე რამდენიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ და შემდეგ ყველაფერი ბუნებრივ საფუარზე, დუღილზე, ტემპერატურის ცვლილებებზეა დამოკიდებული, ჩვენ ჩარევას არ ვცდილობთ.“

Leisure Wine-მა პირველი ღვინო 2021 წლის ოქტომბერში გამოუშვა. შარდონეს ყურძნისგან დამზადებული ღვინო დამახასიათებელი გემოთი და მდიდარი ტექსტურით გამოირჩეოდა. დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა და ლონდონის ნატურალური ღვინის წრეში სახელი მალევე გაითქვეს.  

ახალი ღვინოებისთვის მათ ვაზის ჯიშები Sangiovese და Nero di Troia შეარჩიეს. მათი მიზანი მსუბუქი, ოდნავ ცქრიალა ნატურალური ღვინის დაყენებაა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული