Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Vinum-ის 24 ქართული ღვინო

ელენე ცინცაძე

Vinum გერმანული ღვინის ჟურნალია, რომელიც გარდა იმისა, რომ ღვინის შესახებ ყოველთვიურ ტენდენციებს აცნობს მკითხველს, 300 რჩეული ღვინის სიასაც აქვეყნებს. გერმანიის გარდა ჟურნალი შვეიცარიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ავსტრიაშიც ძალზე პოპულარულია და, როგორც ვკითხულობთ, ერთ-ერთი ყველაზე მნშვნელოვანი ღვინის გამოცამაა მთელ ევროპაში. აღსანიშნავია, რომ Vinum ძალიან ხშირად ატარებს დეგუსტაციებს, კონკურსებს, რაც ეხმარება გამარჯვებულ მარნებს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს მათ შესახებ და კიდევ უფრო მეტ წარმატების მიაღწიონ მომავალში. 

წელს, 30 ივნისს გამართულ დეგუსტაციაზე მონაწილეებმა, ღვინის ექსპერტებმა, ტურიზმისა და მარკეტინგის წარმომადგენლებმა და სომელიეებმა ქართული ღვინოები გასინჯეს. ღონისძიება ჰამბურგში გაიმართა, Vinum-ის სივრცეში. 

როგორც ვკითხულობთ, მკითხველისთვის “ვინუმ”-ის სარედაქციო ჯგუფმა 24 ქართული ღვინო აარჩია, რომლებიც შემდგომ ექსპეტებმა და სომელიეებმა შეაფასეს. პროგრამა სამ ჯგუფად იყო დანაწილებული. ყველა ჯგუფის დეგუსტაცია სხვადასხვა დროს ჩატარდა. მათ ბრმად დააგემოვნეს ღვინოები, რომელთა საკონკურსო ქულებიც მოგვიანებით გამოქვეყნდა.
მთლიანობაში 24 შერჩეული ღვინიდან იყო 6 წითელი და 6 ქარვისფერი ქვევრის ღვინო, 5 კლასიკური წითელი, 7 კი თეთრი, წარმოდგენილი იყო მხოლოდ 1 როზე. შერჩეული ღვინოებს სამ კატეგორიაში მიენიჭა ქულები: “ვინუმის რედაქცია”, “მკითხველები” და “შეფასება”. 

საბოლოო ქულები და ღვინოები ასეა წარმოდგენილი:

ქისი ქვევრი გლეხური, “თელიანი ველი”, 2020,  17.0

წინანდალი, “კორპორაცია ქართული ღვინო”, 2020, 15.5

ცოლიკოური, “დიმის ფერდობი”, 2018, 17.0

შუხმანის მწვანე, “Schuchmann Wines Georgia”, 2020, 16.5

“სანდრო”, ქვევრის თეთრი ღვინო, 2020, “ანაპეა”, 18.0

“პრინცი იოანე ბაგრატიონი”, ქვევრის ღვინო, “ქართული ვაზისა და

ღვინის კომპანია”, 17.0

როზე, 2020, “ბინეხი”, 16.5

“სალომე”, ქვევრი, “შუმი”, 2017, 17.0

საფერავი ქვევრის, “საოჯახო მეღვინეობა ნაფერი”, 16.5

გოზაური საფერავის მარაგი, 2015, “ლევან ჯაფარიძის მარანი”,17.0

ჟღია, ქვევრი, “ღვარძელაშვილის მარანი”, 2020, 17.5

საფერავი კონდოლის ვენახები, “თელავის ღვინის მარანი”, 2018, 17.0

ცოლიკოური, “მარანი სევსამორა”, 2019, 17.0

ცოლიკოური, “გურამიშვილის მარანი”, 2016, 16.5

კარდანახი PDO, ტკბილი ღვინო, “კარდანახი 1888”, 2018, 17.5

მუზა ქვევრი, “ასკანელი ძმები”, 2019, 16.5

მწვანე ქვევრის მარაგი, “შატო ბუერა”, 2019, 17.0

მანავი, “გუიაანი”, 2021, 16.5

აკურა, “მეღვინეობა პი”, 2021, 17.0

საფერავი ქვევრი, “ქიმერიონი”, 2019, 17.0

საფერავი ქვევრი, “მოსმიერი”, 2018, 16.5

საფერავი ქვევრი, “გილენი”, 2019, 17.0

საფერავი, “თბილღვინო”, 2021, 17.5

შავკაპიტო, როალ მარაგი, “შატო მუხრანი”, 17.0

“ვინუმის” შესახებ შეგიძლიათ მათი ვებ-გვერდიდან შეიტყოთ. ქართულ ღვინოებზე სტატიას კი გაეცნოთ აქ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.