Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თურქული ღვინის ჟურნალი The Quirky Cork თავკვერზე წერს

უცხოელი ღვინის მოყვარულები საქართველოში სტუმრობისას ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე მათთვის ძალიან შთამბეჭდავ და უცხო ღვინოებს, რომლებზეც მერე აუცილებლად წერენ ხოლმე  ბლოგებს, სტატიებსა თუ რჩევებს თავიანთი მკითხველისთვის. ღვინის ექსპერტი ანდრეა ლემიუც სწორედ მათ შორისაა, რომელიც The  Quirky Cork-ის ვებ-გვერდზე თავკვერზე წერს. 

თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ამ ვაზის ჯიშისგან სხვადასხვა ტიპის ღვინის დაწურვაა შესაძლებელი, იქნება ეს ცქრიალა, სადესერტო, ვარდისფერი თუ ქვევრის ღვინო: “თუმცა, მიუხედავად სტილისა, მას, როგორც წესი, ალუბლისა და მიწის არომატები ახასიათებს მცენარეული ნოტებით, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია.” - დასძენს ავტორი. 

ლიმიუ, როგორც ვკითხულობთ, განსაკუთრებით მოიხიბლა 2019 წლის Okro’s Wines Sister’s Wine თავკვერი პეტ-ნატით: “განსაკუთრებით ვისიამოვნე ამ ღრმა, მუქი წითელი ღვინით, რომელიც ჩემთვის გარკვეულწილად დამაბნეველი და მოულოდნელიც იყო. ღვინოში აუცილებლად ამოიცნობთ ალუბლისა და მოცვის არომატებს, მძაფრად იგრძნობა მცენარეული ნოტებიც. ცოცხალი ხასიათი და მჟავიანობა კი უფრო საინტერესოს ხდის მას.” - წერს ავტორი.

შემდეგია “ღვინის ოსტატების” 2018 წლის თავკვერი. თავკვერის საძებნელად თბილისში ჩასულმა ლიმიუმ ნინო მერის ღვინის სელექციაში სწორედ “ღვინის ოსტატების” თავკვერი აღმოაჩინა, რომელიც ქვევრში 8 თვის განმავლობაში იყო, შემდეგ ფოლადის ცისტერნაში 12 თვე გაატარა, ბოლოს კი ფრანგულ მუხის კასრში 3 თვის მანძილზე ვარგდებოდა: “ ეს ღრმა, მეწამული ფერის ღვინო ყვავილების არომატით, რომელსაც თანდათან ქლიავის, მაყვლისა და მოცხარის სურნელება უერთდება, საკმაოდ ტანინიანია და ცოცხალი მჟავიანობით გამოირჩევა. ზოგიერთ არომატს ფრაგმენტულად იგრძნობთ, შიგადაშიგ, თუმცა მასში დომინანტური ნამდვილად მიწის, ტყის არომატებია” - აღნიშნავს ავტორი. სტატიას სრულად შეგიძლიათ The Quirky Cork-ის ვებ საიტზე გაეცნოთ.  

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.