Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თორნიკე ლომთაძე, ლომთაძეების მარანი, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (51)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარანი 1907 წელს ჩვენი წინაპრის იოსებ ლომთაძის მიერ აშენდა. მარანში 10 დიდი და 14 პატარა ქვევრია, რომელთა მოცულობა 50 ლიტრიდან 1,5 ტონამდე მერყეობს. ქვევრებზე მითითებულია, რომ მათი უმეტესობა დამზადებულია 1900 წელს. გვეამაყება, რომ საუკუნეზე მეტია ჩვენს მარანში არ შეწყვეტილა ქვევრებში კახური წესით ღვინის დაყენება. ვინაიდან ქვევრის ღვინის მიმართ, როგორც  ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გაჩნდა დიდი ინტერესი, გადავწყვიტეთ 2015 წლის მოსავალი ჩამოგვესხა ბოთლებში. ჩვენმა რქაწითელმა ღვინით დაინტერესებულ წრეებში დიდი მოწონება დაიმსახურა და გადავწყვიტეთ საფუძვლიანად მიგვეხედა ამ საქმისთვის.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, მეღვინეობისთვის საუკეთესო ზონებში გაშენებული გვაქვს როგორც რქაწითელის, ასევე საფერავის ჯიშის ყურძენი.  სურვილი გვაქვს მომავალში აღვადგინოთ რამდენიმე ჯიში, რომელიც ყველაზე კარგად შეეწყობა ჩვენს სოფელში არსებულ ნიადაგს.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვენახების მოვლისას ვიყენებთ მხოლოდ ბიო მეურნეობაში რეკომენდირებულ კონტაქტურ პრეპარატებს, ლიმიტირებული დოზებით. ჩვენი წარმოებული საფერავის და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები  ეკოლოგიური სისუფთავით და ჯიშური არომატებით გამოირჩევა.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ჩვენი ღვინის პირველი მყიდველები  ტურისტები იყვნენ, რომლებიც ჩვენსავე მარანს სტუმრობდნენ. 2016 წლიდან ვთანამშრომლობთ ღვინის მაღაზიებთან „დიონისე“ და „ვაინ ლაბ“, გვაქვს სხვა და სხვა ღვინის ბარებიდან და მაღაზიებიდან შემოთავაზებები, რისი გათვალისწინებითაც მიმდინარე წელს ჩვენი ღვინოები ქართულ ბაზარზე უფრო ფართო მასშტაბით იქნება წარმოდგენილი.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ჯერჯერობით სტაბილური მიწოდება არ ხდება, თუმცა იყო რამდენიმე შეთხვევა, როდესაც ინტერნეტით ნახეს ჩვენი მარნის შესახებ ინფორმაცია და შეიძინეს ღვინოები.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ოჯახის წევრებიდან არცერთი არ ვართ პროფესიონალი მეღვინე და  მევენახე, ასევე ჩვენი ცოდნა ემყარებოდა მხოლოდ წინაპრებისგან მიღებულ ინფორმაციას, თითქმის თავიდან მოგვიწია ყველაფრის დეტალურად შესწავლა. ვენახი და ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ, ყოველდღიურად ვსწავლობთ მასთან ურთიერთობას და ვცდილობთ დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ. სირთულეები მაინც ფინანსებთან არის დაკავშირებული, საკმაოდ ძვირი ღირს ღვინის შესანახი და ჩამოსასხმელი მოწყობილობები. ვფიქრობთ, რომ როდესაც ბაზარზე გაჩნდება მოთხოვნა, მეტი კონკურენცია იქნება და ფასებიც დარეგულირდება.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უკვე მთელმა მსოფლიომ აღიარა ღვინის სამშობლოდ, მთავარი ფაქტორი ქართული ღვინის განვითარებისთვის, არის ის, რომ მაქსიმალური ყურადღება მიექცეს ღვინის ხარისხს, მოთხოვნის გაზრდითა თუ ერთმანეთის მიმბაძველობით, ყველამ დაიწყო ღვინის დაყენება და მარნებში სტუმრების მიღება, რაც თავისთავად მისასალმებელია, თუმცა უნდა დაწესდეს გარკვეული რეგულაციები, სტუმრებისთვის ხარისხისანი ღვინისა და საკვების მიწოდებასთან დაკავშირებით, ვინაიდან თითოეულმა ოჯახმა  თუ ორგანიზაციამ, სადაც ღვინო იწარმოება და სტუმარს ხვდებიან, უნდა გაითავისონ, რომ ღვინის სამშობლოდან არიან და ამ 8000 წლიან ისტორიას ჩრდილი არ უნდა მიადგეს.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწყებებს ვურჩევდით, რომ პირველ რიგში შეიძინონ მიწა და ვაზი გააშენონ, ასევე, ფიზიკურ შრომასთან ერთად, დიდი დრო დაუთმონ განათლებას, რომელიც ძალიან წაადგებათ კარგ მევენახეებად და მემარნე-მეღვინეებად ჩამოყალიბებაში.

მარნის დასახელება: ლომთაძეების მარანი / Lomtadzeebis Marani

მარნის მისამართი: გურაჯაანის რაიონი სოფელი ველისციხე

ტელეფონი: +995 591332466; +995 597070222

ელფოსტა: lomtadzeebismarani@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: Lomtadzeebis Marani Velistsikhe

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული