Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„თემის“ საზოგადოება ღვინისა და ველოტურიზმის ახალ სერვისებს ქმნის

მაკა თარაშვილის ფოტოები

14 ნოემბერს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემში თემის სოციალურმა საწარმომ ღვინის საზაფხულო რესტორანი-ტერასა და ადგილობრივი ველოტურისტული ცენტრი გახსნა. 

პროექტის მთავარი მიზანია, შექმნას ერთი მხრივ, სტაბილური შემოსავლის წყარო, მეორე მხრივ კი - წარმოებისა და სერვისის სფეროებში სოციალური ინტეგრაციის პლატფორმა თემის საზოგადოებისთვის, რომელსაც, ძირითადად, წარმოადგენენ სპეციალური საჭიროების მქონე და სოციალურად დაუცველი ადამიანები. 

გარდა ამისა, პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ველოტურები დაფარავს გრემის მიმდებარე სოფლებს, რომლებიც, ურბანიზაციის სხვადასხვა ეტაპების შედეგად მოსახლეობისგან, თითქმის, დაცლილია. ველომარშრუტების ამოქმედება აღნიშნულ სოფლებში მდგრადი და ეკოტურიზმის განვითარებისა და ადგილობრივ მკვიდრთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობებს შექმნის.

პროექტი დაფინანსდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის - „პოლონეთის თანამშრომლობა განვითარებისთვის“ - ფარგლებში. 

სოციალური საწარმო - თემი 1989 წელს დაარსდა. მათს მეურნეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მეღვინეობას, რომელსაც თემი დაარსებიდანვე ეწეოდა, თუმცა კომერციული დატვირთვა ამ საქმემ თემის საწარმოო გამოცდილებაში 2005 წლიდან შეიძინა. დღესდღეობით საწარმო ფლობს 6.7 ჰა ვენახებს ქინძმარაულის მიკროზონაში, საიდანაც ორგანული მეთოდებით მოწეული საფერავითა და რქაწითელით თემი სამი დასახელების ქვევრის ღვინოს აწარმოებს - რქაწითელს, საფერავსა და ქინძმარაულს. თემის ღვინოებს მიღებული აქვს ჯილდოები - Winexpo Georgia-ს 2013 წლის ვერცხლის, 2014 და 2015 წლების ოქროს მედლები. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

იხილეთ „მარანის“ სხვა პუბლიკაცია თემის შესახებ - „შეუზღუდავი შესაძლებლობებისა და პასუხისმგებლობების საზოგადოება“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული