Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თამადასა და Chateau Mukhran-ის საფერავებმა საერთაშორისო კონკურს CWSA-ზე ორმაგი ოქროს მედლები მოიპოვა

ბოლო წლებში საქართველოში ღვინის მწარმოებელი კომპანიები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ აზიის, განსაკუთრებით კი - ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებს. CWSA-ზე (China Wine and Spirits Awards) ქართული ღვინოები 2014 წლიდან მონაწილეობს, თავად კონკურსი კი 5 წელია, რაც ტარდება. 

როგორც წესი, ქართულ ღვინოებს შორის CWSA-ზე განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს მუკუზნის, ნაფარეულის, ქინძმარაულის ადგილწარმოშობის ზონების მშრალი და ნახევრად ტკბილი საფერავები. გასულ წელს კომპანია „შუმის“ მუკუზანმა (2013), შუმისა (2013) და GWS-ის (2013) ქინძმარაულებმა კონკურსზე ორმაგი ოქროს მედლები მოიპოვა, ოქროს მედლით დაჯილდოვდა GWS-ის, თამადას ბრენდის საფერავიც (2012). 

წელსაც განსაკუთრებული პატივი, ტრადიციულად, საფერავებს ხვდა წილად. CWSA Best Value 2016-ის ორმაგი ოქროს მედლები მოიპოვა თამადასა (GWS) (2013) და შატო მუხრანის (2012) საფერავებმა. ოქროს მედალი მოიპოვა შატო მუხრანის 2011 წლის მოსავლის საფერავმა (Reserve du Prince), შუმის ქინძმარაულმა (2014), თამადას (GWS) ნაფარეულმა (2013), ასევე, შატო მუხრანის მუსკატმა, შუმისა (2014) და თამადას (2013) წინანდლის ადგილწარმოშობის ღვინოებმა. ვერცხლის მედალი ერგო შატო მუხრანის გორულ მწვანეს (Reserve du Prince, 2013).

CWSA ჩინეთში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსია. ჟიური დაკომპლექტებულია ჩინეთისა და ჰონგკონგის ბაზარზე მოქმედი იმპორტიორებისგან, დისტრიბუტორებისა და სომელიეებისგან. ჟიური 100-ზე მეტ ექსპერტს აერთიანებს. 

კონკურსი წელიწადში ორჯერ ტარდება - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ექსპერტებიცა და ღვინის მწარმოებელი კომპანიებიც, ერთხმად მოწმობენ, რომ ამ კონკურსი ჩინეთში ღვინის გაყიდვების წარმატების ერთ-ერთი მთავარი „გასარებია“. ღონისძიების საორგანიზაციო საბჭო აქტიურად თანამშრომლობს ჩინეთის რამდენიმე გავლენიან მედიასთან, რომლებიც უზრუნველყოფენ გამარჯვებული ღვინოების პრომოციას ადგილობრივ ბაზარზე. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული