Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი (IWSC) საქართველოში

International Wine and Spirit Competition (IWSC) აცხადებს, რომ ოქტომბერში საქართველოში შეფასდება და დაჯილდოვდება ღვინოები. ამ ზაფხულის დასაწყისს სამხრეთ აფრიკაში ღვინოების წარმატებულად შეფასებისა და დაჯილდოვების შემდეგ IWSC ახლა ქართველ მწარმოებლებს იწვევს.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის, მთავარი რეგიონული ღონისძიების, პარტნიორობით, 13 ოქტომბერს ჟიური ღვინოებს შეაფასებს, ხოლო შედეგებს კი შაბათს,15 ოქტომბერს გამოაცხადებს.

სარა ებოტი, ღვინის მაგისტრი, რომელიც ჟიურის უხელმძღვანელებს, ამბობს, რომ ჯილდოები და მედლები ინდივიდუალური მეღვინეებისა თუ ღვინის საწარმოთათვის დიდი სტიმულია: “მედალი არის წამახალისებელი ყველასთვის, ვინც ღვინოს აყენებს. მედლის მფლობელი ღვინო სტიმულია იმ საწარმოებისთვისაც, რომლებიც ცდილობენ თავიანთი გაყიდვების მთელს მსოფლიოში განვითარებას. უნდა ითქვას, რომ მყიდველები მედლის მფლობელი ღვინოებით განსაკუთრებით ინტერესდებიან, ხაზგასმით კი ისეთი რეგიონით, როგორიც საქართველოა”. ებოტი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი საწარმოსთვის შეიძლება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდეს ღვინის უცხოეთში გაგზავნა შესაფასებლად: “ქართველი მეღვინეებისთვის ძალიან ხელსაყრელი შესაძლებლობაა ისარგებლონ საერთაშორისოდ აღიარებული კონკურსით, რომელიც მათ საქართველოშივე უმასპინძლებს. ეს დიდი ბრიტანეთისა და ქართული ღვინის შეფასების ექსპერტიზის, ასევე ღვინის მსაჯების სასიამოვნო და საინტერესო კომბინაციაა”.

ჟიურის შემადგენლობაში, როგორც IWSC-ის გვერდზე ვკითხულობთ, შევლენ მეგან კლარკი და მეგი მაკფერსონი, ასევე ოსტატი სომელიეები სალვატორ კასტანო და სერდარ ბალკაია. მოწვეულნი არიან ქართველი სერტიფიცირებული ღვინის ექსპერტებიც, გიორგი დაქიშვილი და ანა გოდაბრელიძე. 

IWSC ღვინისა და სასმელების ალკოჰოლური კონკურსია, რომელიც 1978 წლიდან საუკეთესო ღვინოებსა და სასმელებს ავლენს. მასში წელს 90-მდე ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის ვებ-გვერდიდან ვკითხულობთ, რომ IWSC-ის არაკომერციული, საქველმოქმედო ორგანიზაციაც აქვს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმეებსა და ორგანიზაციებს გრანტებს ანიჭებს. წელს ღვინისა და სასმელების ალკოჰოლურ კონკურსში საქართველომაც მიიღო მონაწილეობა და აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში 31 ქართული ღვინო დაჯილდოვდა. მედლებს შორის კი 1 ტროფი, 3 ოქრო და 4 ვერცხლია. 

სრულად ინფორმაციას ჟიურის შესახებ შეგიძლიათ IWSC-ის ვებსაიტზე გაეცნოთ. შეგახსენებთ, მონაწილეობის მიღების შესახებ დოკუმენტი შეგიძლიათ 7 ოქტომბრამდე შეავსოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული