Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კომპანიების მონაწილეობა ახალი ღვინის ფესტივალი 2017–ზე

მე–8 ახალი ღვინის ფესტივალი 13 მაისს მთაწმინდის პარკში ჩატარდება

13 მაისს ახალი ღვინის ფესტივალის საჯარო ნაწილი ტრადიციული ფორმატით ჩატარდება. 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2016 წლის მოსავლის ღვინოებს. 

თუკი ღონისძიების მასშტაბებს თვალს გადავავლებთ, ახალი ღვინის პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს ჩატარდა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია იღებდა მონაწილეობას, ხოლო გასულ 2016 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 200-მდე სუბიექტი.

გასულ წელს „ახალი ღვინის ფესტივალი“ უცხოურ მედიაში 60-მდე პუბლიკაციაში - ბლოგპოსტებში, ვიდეო, სტატიებსა და რადიო გადაცემებში გაშუქდა.

ახალი ღვინის ფესტივალი 2017-ის უცვლელი მხარდამჭერები იქნებიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია.

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა ღვინის კომპანიამ, რეგისტრაცია უნდა გაიაროს არა უგვიანეს 2017 წლის 13 აპრილისა.

რეგისტრაციისთვის საჭიროა: 13 აპრილამდე, ღვინის კლუბის ელექტრონულ ფოსტაზე (info@wineclub.ge) გამოაგზავნოთ შევსებული ანკეტა, რომლის საფუძველზეც, გაფორმდება ხელშეკრულება. ანკეტა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან. 

იჩქარეთ! ადგილების შევსებისთანავე რეგისტრაცია დასრულდება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული