გამოქვეყნებულია: 18 მაისი, 2017 - 00:58
27–28 მაისს წარმოგიდგენთ მეხუთე მოდულს. სომელიე მაგდა სურგულაძე გაუძღვება ტრენინგს – ღვინისა და კერძის შეხამება.
- ტრენინგზე ვისაუბრებთ ღვინისა და კერძის შეხამების ძირითად პრინციპებზე: 5 ძირითადი გემო, ღვინის გემოს მთავარი ელემენტები, ღვინისა და კერძის შეხამების ძირითადი ასპექტები, ინგრედიენტები და მათი ზეგავლენა კერძებზე, ქვევრის ღვინო და კერძის შეხამება და სხვ. მრავალი თემა.
- ტრენინგზე ერთმანეთს შევუხამებთ რამდენიმე სტილის ღვინოს და კონკრეტულ პროდუქტებს, გავივლით შეხამების სავარჯოშოებს.
- ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე, 11:00–16:00 საათები.
- ტრენინგის ღირებულება: ერთ მსმენელზე შეადგენს 90 ლარს.
- “ღვინის კლუბის” წევრებისთვის, რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, გათვალისწინებულია 20%–იანი ფასდაკლება.
- კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (ღვინისა და კერძის შეხამება, ავტორი მაგდა სურგულაძე), სადეგუსტაციო ნიმუშები ( ღვინო და კერძი), ტესტები, სერტიფიკატი, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი (2 დღე).
- სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.
- თითოეული ტრენინგი ჩატარდება მას შემდეგ, რაც კურსზე დარეგისტრირებული მსმენელების რაოდენობა მიაღწევს 20-ს.
- რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88, 557 41 30 10.
- ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 26 მაისი.
გთხოვთ თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე:
ააიპ "ღვინის კლუბი"
ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში:GE66TB1144536080100002
თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 26 მაისისა.
თქვენი კომენტარი