Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლისთვის ახალი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

ღვინის ეროვნული სააგენტო სტრატეგიულ ბაზრებზე მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს. მიზანი ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ექსპორტის ზრდაა. 2022 წლის გეგმა ათწლიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის  შედეგად ნავარაუდებია, რომ 2030 წლისთვის ღვინისა და სხვა ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვით მიღებული შემოსავალი 1 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის პროგრამების მრავალფეროვნება და პირდაპირ შედეგის მოტანა მნიშვნელოვანია. ასევე, თითოეული აქტივობის მაღალი ხარისხით განხორციელება. ამისთვის კონტრაქტორ კომპანიებს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მკაფიო და კონკრეტული ინსტრუქციები წერილობით 2021 წლის დასაწყისში გადასცა. 2022 წელს კი ხელშეკრულება იმ კომპანიებთან გაფორმდა, რომლებიც მზად არიან ნაკისრ ვალდებულებებს თავი სრულფასოვნად გაართვან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს გრძელვადიან მიზნებში შედის: ქართული ღვინის ბრენდ იმიჯის შექმნა, ფართო მასების ინფორმირების მიზნით მარკეტინგული შესაძლებლობების გაფართოება, ქართული ღვინის ხარისხზე ფოკუსირება, რაც მის ფასსაც გაზრდის. ასევე, სტრატეგიულ ბაზრებსა და სეგმენტებზე აქცენტირება, ღვინის კომპანიების ხელშეწყობა, რათა სტრატეგიულ ბაზრებზე ეფექტიანად დაიმკვიდრონ თავი და გაყიდვებიც გაიზარდოს. ქართული ღვინო უნდა პოზიციონირებდეს არამხოლოდ „ნიშურ“ სეგმენტში, არამედ მასობრივი გაყიდვების ქსელებშიც აღმოჩნდეს.

ამ ყველაფრის განსახორციელებლად კონკრეტული სამოქმედო გეგმაა შემუშავებული. აღნიშნული სამოქმედო გეგმა მოიცავს დაწვრილებით ინფორმაციას აქტივობების შესახებ, რათა კომპანიებმა იცოდნენ, თუ რას გეგმავს ღვინის ეროვნული სააგენტო თითოეულ ბაზარზე. სამოქმედო გეგმა და წლიური მარკეტინგული პროგრამები სტრატეგიულ ბაზრებზე შედგენილია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზნების, ამოცანების და შესაბამისი ბაზრის მოთხოვნებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.

ცნობადობის გაზრდის მიზნით, წლიურ პროგრამებს დაემატა ახალი მიმართულება, რომელიც თანამედროვე ქართული მეღვინეობის ისტორიის, თანამედროვე ტენდენციებისა და პრაქტიკების შესახებ საგანმანათლებლო კომპონენტს გულისხმობს. განსაკუთრებული ყურადღება აშშ-ს ბაზარს ეთმობა.

მარკეტინგული კამპანიები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება „ნიშური“ ბიო და ნატურალური ღვინის სეგმენტი, უფრო ხშირი გახდება.

კიდევ ერთი ასპექტი ქართული ღვინის კომპანიების ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობის უზრუნველყოფასა და ადგილობრივი გამოფენების რაოდენობის ზრდას ეხება.

გეგმის ნაწილია ახალი ბაზრების ათვისება, როგორც ევროპის მთელ ტერიტორიაზე, ისე აზიის ქვეყნებში. ამისათვის დეგუსტაციები, გამოფენები და სხვადასხვა სახის მედია კამპანიები იგეგმება.

ქართული ღვინის შესახებ სტატიების მომზადება და გამოქვეყნების უზრუნველყოფა სხვადასხვა ქვეყნის მაღალრეიტინგული ღვინისა და საკვების სპეციალიზებულ ჟურნალებსა და ონლაინ გამოცემებში მნიშვნელოვანი იქნება. ამისათვის  მსოფლიოში ცნობილ ღვინის მაგისტრებთან, ინფლუენსერებთან, ბლოგერებთან და დარგის პროფესიონალებთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს. ისევე, როგორც ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის მიზნით, ღვინის მსხვილ, საცალო გაყიდვების ქსელებთან კომუნიკაცია და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების მათთან დაკავშირების უზრუნველყოფა.

თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის ჩართულობაა დაგეგმილი.  

ამ ყველაფრის 2022 წელს განსახორციელებლად შემდეგი ბაზრებია არჩეული, რომელთათვისაც კონკრეტული გეგმა არსებობს: ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, ჰონგ-კონგი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა.

ასევე, მცირე მარნების (ბიო და ნატურალური ღვინის მწარმოებლები) მხარდაჭერის მიზნით, დაგეგმილია ღონისძიებები: RAW, ახალი ღვინის ფესტივალი, ZERO, ვინექსპო (თბილისი), რაჭა-ლეჩხუმის მარნების მონაწილეობის ფინანსური მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთში მოღვაწე ქართველ იმპორტიორებთან, კერძოდ კი, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, გერმანიასა და აშშ-ში. ისინი ქართული ღვინის ადგილობრივ ფესტივალებსა და დეგუსტაციებში გამოჩენას უწყობენ ხელს.

წელს პირველად, რაჭა-ლეჩხუმის მცირე და საოჯახო მარნების მხარდაჭერის მიზნით, შეიქმნა სასწავლო სასერტიფიკატო კურსი, რაც მცირე მარნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სასწავლო კურსის მიზანი მათი საექსპორტო ბაზრებზე შესასვლელად მომზადებაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის სამოქმედო გეგმა ქალი მეღვინეების მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.